ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიპოლიტიკასტატია

შალვა პაპუაშვილი ბელგიის ორპალატიანი პარლამენტის თავმჯდომარეებს შეხვდა

საქართველოს პარლამენტი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ბელგიის სამეფოს ფედერალური პარლამენტის სენატის პრეზიდენტ ვინსენტ ბლონდელსა და წარმომადგენელთა პალატის პრეზიდენტ პიტერ დე როვერს შეხვდა. მხარეებმა განიხილეს საპარლამენტო თანამშრომლობა, რეგიონული გეოპოლიტიკა, შუა დერეფნის მნიშვნელობა და საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები.

შალვა პაპუაშვილი ბელგიის ორპალატიანი პარლამენტის თავმჯდომარეებს შეხვდა
შალვა პაპუაშვილი ბელგიის ორპალატიანი პარლამენტის თავმჯდომარეებს შეხვდარუსთავი 2

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ბელგიის სამეფოს ფედერალური პარლამენტის სენატის პრეზიდენტ ვინსენტ ბლონდელსა და წარმომადგენელთა პალატის პრეზიდენტ პიტერ დე როვერს შეხვდა.

მხარეებმა გაიხსენეს 2025 წლის აპრილში, საპარლამენტთაშორისო კავშირის ფარგლებში, გამართული ნაყოფიერი შეხვედრა და ხაზი გაუსვეს ბრიუსელში პარლამენტის თავმჯდომარის ორმხრივი ვიზიტის მნიშვნელობას.

აღინიშნა, რომ ორი ქვეყნის პარლამენტებს შორის თანამშრომლობა წარმატებით ვითარდება. ხაზი გაესვა საპარლამენტო დიპლომატიის მნიშვნელობას ორი ქვეყნის ურთიერთობებში.

შალვა პაპუაშვილმა ისაუბრა რეგიონულ გეოპოლიტიკაში მიმდინარე ცვლილებებსა და შუა დერეფნის სტრატეგიულ მნიშვნელობაზე ევროპის ენერგეტიკული უსაფრთხოებისთვის.

მხარეებმა განიხილეს საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებში არსებული გამოწვევები და ხაზი გაუსვეს დიალოგის მნიშვნელობას. შალვა პაპუაშვილმა ბელგიელ კოლეგებს საპარლამენტო საქმიანობის ძირითად პრიორიტეტებზე ესაუბრა.

შეხვედრა შედგა ბელგიის სამეფოში შალვა პაპუაშვილის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში. საპარლამენტო დელეგაციის შემადგენლობაში შედიან: ნიკოლოზ სამხარაძე, პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე; ლევან მახაშვილი, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე და დავით მათიკაშვილი, საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე.

მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.