პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება

თენგიზ შარმანაშვილი - რუსების პოზიცია რბილად რომ ვთქვათ ძალიან ალოგიკურია - ასეთი ტიპის ნარატივი, შეიძლება მართლაც გამოადგეს აგენტურულ ოპოზიციას, თორემ, რაიმე სერიოზული ლაპარაკი ამ ფონზე, ყოვლად წარმოუდგენელია

ქართული ოცნებატელეიმედი

დეპუტატი თენგიზ შარმანაშვილი რუსეთის პოზიციას ალოგიკურს უწოდებს და აცხადებს, რომ ქართული ღვინის უსაფუძვლო შეზღუდვის ფონზე უნივერსიტეტების მეგობრობაზე საუბარი მხოლოდ ოპოზიციის პიარს გამოადგება.

თენგიზ შარმანაშვილი - რუსების პოზიცია რბილად რომ ვთქვათ ძალიან ალოგიკურია - ასეთი ტიპის ნარატივი, შეიძლება მართლაც გამოადგეს აგენტურულ ოპოზიციას, თორემ, რაიმე სერიოზული ლაპარაკი ამ ფონზე, ყოვლად წარმოუდგენელია
ინტერპრესნიუსი

რუსების პოზიცია რბილად რომ ვთქვათ ძალიან ალოგიკურია, - ამის შესახებ „ქართული ოცნების" დეპუტატმა, თენგიზ შარმანაშვილმა ზურაბაშვილი-გალუზინის შეხვედრის შესახებ საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, „ქართული ღვინის უსაფუძვლო დასანქცირების ფონზე უნივერსიტეტების მეგობრობაზე საუბარი მხოლოდ ოპოზიციის პიარს გამოადგება, რეალური დიალოგი კი ამ ვითარებაში წარმოუდგენელია“.

„რუსების პოზიცია ყველამ ვნახეთ. ეს რბილად რომ ვთქვათ ძალიან ალოგიკური პოზიციაა - დავასანქცირებ, არ მივცემ საშუალებას რომ თავისუფლად ივაჭრონ ჩემს ქვეყანაში და ეკონომიკური საქმიანობა გასწიონ, შევავიწროვებ დასაბუთების გარეშე, კონკრეტულ, რეალურ დასაბუთებას არ მოვიტან - უბრალოდ ვიტყვი რაღაც ფრაზას, დასაბუთების გარეშე და მოდი, ამის ფონზე, უნივერსიტეტებმა იმეგობრონ. ასეთი ტიპის ნარატივი, შეიძლება მართლაც გამოადგეს აგენტურულ ოპოზიციას, რომ თავისი პიარი დააფუძნონ, თორემ, რაიმე სერიოზული ლაპარაკი ამ ვითარებაში, ამ ფონზე, არის ყოვლად წარმოუდგენელი," - განაცხადა შარმანაშვილმა.

ინფორმაციისთვის, რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა გიორგი ზურაბაშვილმა „იმედის“ ეთერში, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მიხაილ გალუზინთან მინსკში გამართული შეხვედრის თაობაზე ისაუბრა.

მისი განმარტებით, რუსეთის მხარემ მინსკში შეხვედრაზე დააყენა დაახლოებით ათი საკითხი, რომლებიც ძირითადად ჰუმანიტარულ სფეროებს ეხება და თითქოსდა უვნებელია, თუმცა, მათ შორის იყო დონის უნივერსიტეტისა და საქართველოს ერთ-ერთი სახელმწიფო უნივერსიტეტის დაძმობილების თემაც, რაც მიმართულია „ქართული ოცნების“ მთავრობის წინააღმდეგ და ენერგიას მატებს ოპოზიციურ ძალებს. მისი თქმით, გალუზინმა ვერცერთი ფაქტი ვერ დადო ვერც ხარისხთან მიმართებით, ვერც იმ ბრალდებებთან დაკავშირებით, რასაც უკრაინის ომის დაფინანსება ან ანტირუსული პროპაგანდა ჰქვია.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

2 სტატია
სამთავრობო 2
  1. რუსთავი 2სამთავრობოთენგიზ შარმანაშვილი: რუსების პოზიცია რბილად რომ ვთქვათ, არალოგიკურია - დავასანქცირებ, შევავიწროვებ დასაბუთების გარეშე და ამის ფონზე უნივერსიტეტებმა იმეგობრონ. ასეთი ტიპის ნარატივი შეიძლება გამოადგეს აგენტურულ ოპოზიციას
  2. POSTVსამთავრობოთენგიზ შარმანაშვილი: “რუსების პოზიცია, რბილად რომ ვთქვათ, არალოგიკურია – დავასანქცირებ; არ მივცემ საშუალებას, რომ თავისუფლად ივაჭრონ; შევავიწროებ დასაბუთების გარეშე და, მოდი, ამის ფონზე, უნივერსიტეტებმა იმეგობრონ. ასეთი ტიპის ნარატივი, შეიძლება, მართლაც გამოადგეს აგენტურულ ოპოზიციას”
მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
კახა კალაძე - რუსეთი, ერთი მხრივ, გვეუბნება, რომ ქართული ღვინის შეტანა უნდა აიკრძალოს, მეორე მხრივ, გვეუბნება, რომ უნივერსიტეტებმა იმეგობრონ - ასეთი ქმედებები აძლიერებს უსამშობლო აგენტურულ ქსელს - რატომ უნდა დასანქცირდეს ღვინო? პრობლემა რა არის?წაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები