პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება

კახა კალაძე ბათუმში საფეხბურთო მატჩის დროს მომხდარ დაპირისპირებაზე: ქართულმა სამართალდამცავმა სტრუქტურებმა კანონის შესაბამისად იმოქმედეს, სხვა მოქალაქეების უსაფრთხოება დაიცვეს

კახა კალაძის განცხადებით, ბათუმში საფეხბურთო მატჩისას მომხდარი დაპირისპირების დროს ქართულმა სამართალდამცავებმა კანონის შესაბამისად იმოქმედეს და მოქალაქეების უსაფრთხოება დაიცვეს.

კახა კალაძე ბათუმში საფეხბურთო მატჩის დროს მომხდარ დაპირისპირებაზე: ქართულმა სამართალდამცავმა სტრუქტურებმა კანონის შესაბამისად იმოქმედეს, სხვა მოქალაქეების უსაფრთხოება დაიცვეს
რუსთავი 2

"სამწუხაროდ, ფეხბურთში ხდება ხოლმე მსგავსი ტიპის ქმედებები ფანების მხრიდან, მე რაღაც განსაკუთრებულს ვერ ვხედავ", - ასე შეაფასა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ბათუმში თურქული "ბეშიქთაშისა" და ისრაელის კლუბ "ჰაპოელ ბეერ-შევას" შორის გამართული საფეხბურთო მატჩის დროს მომხდარი დაპირისპირება.

კახა კალაძის თქმით, საქართველოს სამართალდამცავმა სტრუქტურებმა კანონის შესაბამისად იმოქმედეს და სხვა მოქალაქეების უსაფრთხოება დაიცვეს.

"სამწუხაროდ, ფეხბურთში ხდება ხოლმე ამ ტიპის ქმედებები ფანების მხრიდან. მე რამე განსაკუთრებულს ვერ ვხედავ. იყო აგრესიული ჯგუფები, შეიძლება პროვოკაციებიც, თუმცა ჩვენმა შესაბამისმა უწყებებმა კანონის ფარგლებში იმოქმედეს და სხვა მოქალაქეების უსაფრთხოება დაიცვეს.

პირველად არ გვინახავს ამ ტიპის ქმედებები ფანების მხრიდან, სამწუხაროდ, ფეხბურთში ეს ხდება, მათ შორის ევროპულ ქვეყნებშიც. ევროპის ჩემპიონატების დროს არაერთი ასეთი მაგალითი შეგვიძლია მოვიყვანო. არაფერი განსაკუთრებული არ მომხდარა", - განაცხადა თბილისის მერმა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

2 სტატია
ოპოზიციური 2
  1. ალიაოპოზიციურიგანსაკუთრებულს ვერ ვხედავ. პირველად გინახიათ ამ ტიპის ქმედებები ფანების მხრიდან? – კალაძე ბათუმში მომხდარზე
  2. TV პირველიოპოზიციურისამართალდამცავმა კანონის შესაბამისად იმოქმედეს - კალაძე ბათუმის სტადიონზე მომხდარ დაპირისპირებაზე
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
ბათუმში, თურქეთის "ბეშიქთაშისა" და ისრაელის "ჰაპოელ ბეერ შევას" მატჩის დროს, სტადიონზე გულშემატკივრებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები