ანა წითლიძე: ვინმემ უთხარით თურქებს, რომ საკონსტიტუციოსკენ დაიძრან, მინდა ნადარაია ვნახო კუდამოძუებული
ანა წითლიძე სოციალურ ქსელში წერს: „ვინმემ უთხარით თურქებს, რომ საკონსტიტუციოსკენ დაიძრან. მინდა ნადარაია ვნახო კუდამოძუებული“. პარალელურად, შსს იუწყება, რომ „ბეშიქთაშის“ მატჩზე მომხდარი არეულობისას 3 პოლიციელი დაშავდა და 16 პირი დააკავეს.

ვინმემ უთხარით თურქებს, რომ საკონსტიტუციოსკენ დაიძრან. მინდა ნადარაია ვნახო კუდამოძუებული, - წერს „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ანა წითლიძე სოციალურ ქსელში.
ცნობისათვის, „ბეშიქთაშისა“ და „ჰაპოელ ბეერ-შევას“ მატჩზე სამი პოლიციელი დაშავდა, 16 ადამიანი კი დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გულშემატკივრებმა სტადიონის ინფრასტრუქტურა დააზიანეს და სამართალდამცველებს სკამები ესროლეს. უწყების განცხადებით, პოლიციამ ძალადობის შესაჩერებლად სპეციალური საშუალება გამოიყენა. სამინისტრო უარყოფს უცხოურ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ პოლიციის მიერ ძალის გამოყენება პალესტინის მხარდამჭერი დროშებისა და ბანერების გამოფენას უკავშირდებოდა.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…