პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ფინანსთა მინისტრი ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) მმართველ დირექტორს შეხვდა

ფინანსთა სამინისტრო

ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) მმართველ დირექტორს, ელიზაბეტა ფალჩეტის შეხვდა. შეხვედრაზე განიხილეს ეკონომიკური განვითარების მიმდინარე ტენდენციები და ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები.

ფინანსთა მინისტრი ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) მმართველ დირექტორს შეხვდა
პირველი არხი

ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი შეხვდა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) მმართველ დირექტორს, ელიზაბეტა ფალჩეტის, რომელიც საქართველოში რეგიონული ვიზიტის ფარგლებში იმყოფება.

შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა კავკასიაში, თომას კაირისმა, რომელმაც აღნიშნული თანამდებობა მიმდინარე წლის პირველ სექტემბერს დაიკავა.

ფინანსთა სამინისტროში გამართულ შეხვედრას დაესწრნენ ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე და EBRD-ის დელეგაციის წევრები.

ლაშა ხუციშვილმა სტუმრებს მადლობა გადაუხადა საქართველოში მხარდაჭერილი პროექტებისთვის, განსაკუთრებით, კერძო სექტორში.

მხარეებმა მიმოიხილეს საქართველოს ეკონომიკური განვითარების მიმდინარე ტენდენციები და ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები სუვერენული და კერძო სექტორის პროექტების მიმართულებით.

მასალის შესახებპირველწყარო: პირველი არხი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ლაშა ხუციშვილი ევროპასა და ცენტრალურ აზიაში მსოფლიო ბანკის რეგიონულ დირექტორს კეთილდღეობის საკითხებში, აბებე ადუგნას, სამხრეთ კავკასიაში მსოფლიო ბანკის რეგიონულ დირექტორს, როლანდ პრაისსა და ბანკის დელეგაციის წევრებს შეხვდაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები