პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება

Nvidia-მ სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ოთხ ქვეყანაში ჩიპების მიწოდება შეაჩერა

Nvidia-მ სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ოთხ ქვეყანაში ჩიპების მიწოდება შეაჩერა
BM.GE

Financial Times-ის ცნობით, Nvidia-მ მწარმოებელ პარტნიორებს მალაიზიაში, სინგაპურში, ტაილანდსა და ინდონეზიაში საკუთარი ჩიპებით აღჭურვილი სერვერების გაგზავნის შეჩერება მოსთხოვა.

გამოცემის წყაროების ინფორმაციით, პარტნიორმა კომპანიებმა, მათ შორის Dell-მა და Supermicro-მ, ოთხივე ქვეყნის მყიდველებს აცნობეს, რომ Nvidia მათი შეკვეთების მიწოდებას აღარ დაუშვებს.

აღსანიშნავია, რომ ამ ეტაპზე უცნობია, დროებითია თუ არა ეს შეზღუდვა და მოიხსნება თუ არა ის მას შემდეგ, რაც Nvidia და მისი პარტნიორები აშშ-ის ახალი საექსპორტო კონტროლის მოთხოვნებთან შესაბამისობას უზრუნველყოფენ.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე თვეში აშშ-ის ვაჭრობის დეპარტამენტმა ახალი რეგულაცია აამოქმედა. ამ წესმა გააუქმა შესაბამისობის ის მექანიზმი, რომელიც ჩინელ დეველოპერებს ინდივიდუალური საექსპორტო ლიცენზიების გარეშე მოწინავე საწარმოო სერვისებით სარგებლობის საშუალებას აძლევდა.

მასალის შესახებპირველწყარო: BM.GE ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
აშშ-ის ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟების კომისიამ Nvidia-ს წინააღმდეგ გამოძიება დაიწყოწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები