Reuters: ზელენსკიმ და CIA-ს დირექტორმა ირლანდიის აეროპორტში არაფორმალურად ისაუბრეს
გამოცემა Reuters-ის ინფორმაციით, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი და აშშ-ს ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორი ჯონ რეტკლიფი ირლანდიის შენონის აეროპორტში არაფორმალურად შეხვდნენ, სანამ მათ თვითმფრინავებს საწვავით ავსებდნენ.

გამოცემა Reuters-ის ინფორმაციით, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი და აშშ-ს ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) დირექტორი ჯონ რეტკლიფი ირლანდიის შენონის აეროპორტში შეხვდნენ.
ორმა ინფორმირებულმა წყარომ Reuters-ს აცნობა, რომ ზელენსკიმ და რეტკლიფმა არაფორმალურად ისაუბრეს მაშინ, როცა მათ თვითმფრინავებს საწვავით ავსებდნენ.
Reuters-ის მიხედვით, ზელენსკი ნიუ-იორკში გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში გამართულ ღონისძიებებზე დასასწრებად მიემგზავრებოდა, ხოლო რეტკლიფი ეგვიპტის პრეზიდენტ აბდელ ფატაჰ ალ-სისისთან შეხვედრიდან ბრუნდებოდა.
მანამდე, აგვიტოს ბოლოს, CIA-ს დირექტორი მოსკოვში ჩავიდა და რუსეთის დაზვერვის ხელმძღვანელ პირებს შეხვდა, თუმცა, მოლაპარაკებების შინაარსი საჯაროდ არ გამჟღავნებულა.
Reuters-ის ერთ-ერთი წყაროს თქმით, მოსკოვში ვიზიტისას რეტკლიფმა უკრაინის ომი განიხილა. The New York Times კი წერდა, რომ მან რუსული მხარის წარმომადგენლებს ომის მიმდინარეობის არასახარბიელო შეფასება გააცნო და რუსეთის პოზიციის კიდევ უფრო დასუსტებამდე მოსკოვს უკრაინასთან სამშვიდობო შეთანხმების მიღწევისკენ მოუწოდა.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.