Reuters - ვოლოდიმირ ზელენსკი ირლანდიაში CIA-ის დირექტორს შეხვდა
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ირლანდიაში, შენონის აეროპორტში აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) დირექტორს ჯონ რეტკლიფს შეხვდა. შეხვედრის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს, ხოლო განხილული საკითხები უცნობია.

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ირლანდიაში CIA-ის დირექტორს შეხვდა. ინფორმაციას Reuters-ი წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
გამოცემის ინფორმაციით, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) დირექტორს ჯონ რეტკლიფს ირლანდიაში, შენონის აეროპორტში შეხვდა.
ერთ-ერთი წყაროს ცნობით, ზელენსკისა და რეტკლიფის შეხვედრა ორშაბათს გაიმართა.
კიდევ ერთმა წყარომ გამოცემას განუცხადა, რომ ზელენსკისა და რეტკლიფს შორის საუბარი აეროპორტში თვითმფრინავების საწვავით შევსების დროს შედგა, თუმცა შეხვედრის თარიღი არ დაასახელა.
უცნობია, კონკრეტულად რა საკითხებზე ისაუბრეს ვოლოდიმირ ზელენსკიმ და ჯონ რეტკლიფმა.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.