ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიპოლიტიკასტატია

ჩერგოლეიშვილი ირაკლი კუპრაძეზე: „ხაზარაძის ჯიბის ძაღლი ზის გრიგოლიასთან და საკუთარ ცვედნობას ვის აბრალებს

ფედერალისტებილელო

„ფედერალისტების“ ლიდერი თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში „ლელო – ძლიერი საქართველოს“ გენერალურ მდივანს, ირაკლი კუპრაძეს აკრიტიკებს და აცხადებს, რომ ის მამუკა ხაზარაძის ინტერესებს ატარებს. ჩერგოლეიშვილის თქმით, კუპრაძე წარსულში მას აქციების დაფინანსებასა და სატელევიზიო ეთერზე ევაჭრებოდა.

ჩერგოლეიშვილი ირაკლი კუპრაძეზე: „ხაზარაძის ჯიბის ძაღლი ზის გრიგოლიასთან და საკუთარ ცვედნობას ვის აბრალებს
ჩერგოლეიშვილი ირაკლი კუპრაძეზე: „ხაზარაძის ჯიბის ძაღლი ზის გრიგოლიასთან და საკუთარ ცვედნობას ვის აბრალებსPOSTV

„ხაზარაძის ჯიბის ძაღლი ზის გრიგოლიასთან და საკუთარ ცვედნობას ვის აბრალებს აბა? ჩერგოლეიშვილს რასაკვირველია“, – წერს „ფედერალისტების“ ლიდერი, თამარ ჩერგოლეიშვილი, „ლელო – ძლიერი საქართველოს“ გენერალური მდივნის, ირაკლი კუპრაძის შესახებ.

ჩერგოლეიშვილი იხსენებს იმასაც, რომ კუპრაძე მას ერთ-ერთ აქციაზე ევაჭრებოდა, რომ სცენის ფულს მამუკა ხაზარაძე გადაიხდიდა, თუ აქციაზე გაჟღერდებოდა ის გზავნილები, რაც ხაზარაძეს გაუხარდებოდა. მისივე თქმით, კუპრაძე იმაზეც ევაჭრებოდა, რომ თავს არ დასხმოდა, სანაცვლოდ კი სატელევიზიო ეთერს ჰპირდებოდა.

„ანუ ხაზარაძემ ჯამში დახარჯა ალბათ 100 მილიონი გასულ 6 წელიწადში.

იქამდე რა იყვნენ, მაგრამ ამან მთლად საკუთარ საშარდე საფენად აქცია ოპოზიციური ტელემედია.

და რა ჩმორად უნდა ჰყავდე დედას გაჩენილი, არ გრცხვენოდეს, ხაზარაძის ტელეკლოაკაში შეერთებული, ისევ ჩერგოლეიშვილს აბრალებდე საკუთარ ლუზერობას.

P.S. ეს ტიპი ერთ-ერთ აქციაზე გვევაჭრებოდა რომ სცენის ფულს სულ ხაზარაძე გადაიხდის, თუ სცენაზე იმას ვიტყვით, რაც ხაზარაძეს გაუხარდება – ცხადია თავზე გადავახიეთ შემოთავაზება და გერმანული ანგარიშით ავკრიფეთ ფული.

მერე მომადგა და მევაჭრებოდა, თავს არ დაგვესხა და ეთერს მოგცემთო – ანუ ასეთი უნიჭო რეგვენი ჰყავს პატრონს და ლუზერი ალბათ ჩერგოლეიშვილის გამო ვარო, თავს იტყუებს“, – წერს თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„ხაზარაძის ჯიბის ძაღლი ზის გრიგოლიასთან და საკუთარ ცვედნობას ვის აბრალებს აბა? ჩერგოლეიშვილს რასაკვირველია“
თამარ ჩერგოლეიშვილი
„ანუ ხაზარაძემ ჯამში დახარჯა ალბათ 100 მილიონი გასულ 6 წელიწადში. იქამდე რა იყვნენ, მაგრამ ამან მთლად საკუთარ საშარდე საფენად აქცია ოპოზიციური ტელემედია. და რა ჩმორად უნდა ჰყავდე დედას გაჩენილი, არ გრცხვენოდეს, ხაზარაძის ტელეკლოაკაში შეერთებული, ისევ ჩერგოლეიშვილს აბრალებდე საკუთარ ლუზერობას. P.S. ეს ტიპი ერთ-ერთ აქციაზე გვევაჭრებოდა რომ სცენის ფულს სულ ხაზარაძე გადაიხდის, თუ სცენაზე იმას ვიტყვით, რაც ხაზარაძეს გაუხარდება – ცხადია თავზე გადავახიეთ შემოთავაზება და გერმანული ანგარიშით ავკრიფეთ ფული. მერე მომადგა და მევაჭრებოდა, თავს არ დაგვესხა და ეთერს მოგცემთო – ანუ ასეთი უნიჭო რეგვენი ჰყავს პატრონს და ლუზერი ალბათ ჩერგოლეიშვილის გამო ვარო, თავს იტყუებს“
ავტორი ტექსტში ცალსახად არ არის მითითებული
მასალის შესახებპირველწყარო: POSTV ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.