პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება

შალვა პაპუაშვილი - საქართველოს დროშის ფრიალი ნებისმიერ ქვეყანაში საამაყოა და რა თქმა უნდა, რუსეთში საქართველოს დროშის ფრიალიც საამაყო იქნება

შალვა პაპუაშვილის განცხადებით, რუსეთში საქართველოს დროშის ფრიალი საამაყო იქნება, ხოლო კეთილმეზობლური ურთიერთობებისთვის ერთადერთი ბარიერი ტერიტორიების ოკუპაციაა.

შალვა პაპუაშვილი - საქართველოს დროშის ფრიალი ნებისმიერ ქვეყანაში საამაყოა და რა თქმა უნდა, რუსეთში საქართველოს დროშის ფრიალიც საამაყო იქნება
ინტერპრესნიუსი

საქართველოს დროშის ფრიალი ნებისმიერ ქვეყანაში საამაყოა და რა თქმა უნდა, რუსეთში საქართველოს დროშის ფრიალიც საამაყო იქნება, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

მან რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენელსა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მიხაილ გალუზინს შორის მომდევნო შეხვედრასთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ "პრემიერი გადაწყვეტს, საბოლოოდ, როდის, სად და რა ფორმატით გაიმართება შეხვედრა".

„რუსეთი უნდა ჩამოყალიბდეს, რა ურთიერთობა უნდა საქართველოსთან. ჩვენ კარგი და კეთილმეზობლური ურთიერთობებისთვის ერთადერთი ბარიერი გვაქვს, ეს არის ტერიტორიების ოკუპაცია რუსეთის მხრიდან. როგორც კი ეს ბარიერი მოიხსნება, ურთიერთობებისთვის ბარიერი არ იარსებებს. გზა მხოლოდ დიალოგია. ეს გაგრძელდება. მნიშვნელოვანია ეს დიალოგი გამჭვირვალე იყოს. ჩვენ ყველასთან მიმართებით ვართ თანმიმდევრულები. როგორც ევროკავშირთან და ბრიუსელთან ურთიერთობაში ვართ გამჭვირვალე, ხალხს ვეუბნებით, რას ითხოვენ ჩვენგან",- აღნიშნა პაპუაშვილმა.

მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ირაკლი კობახიძე: რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენას აქვს თავისი ბუნებრივი ბარიერი, ეს არის ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების ოკუპაცია და ორი ოკუპირებული რეგიონის ე.წ. სახელმწიფოდ აღიარება, შესაბამისად, აქ ჩვენი გადაწყვეტილება არ გადაიხედებაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები