პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება

ევროპაში დროებითი დაცვის სტატუსით 358 000 უკრაინელი მოზარდი ცხოვრობს - გამოკითხულთა 22,7%-ს საზღვარგარეთ სამუდამოდ დარჩენა სურს

ოლენა ზელენსკას ფონდის კვლევით, ევროპაში დროებითი დაცვის სტატუსით 358 000 უკრაინელი მოზარდი ცხოვრობს, ხოლო გამოკითხულ 15-17 წლის ახალგაზრდების 22,7%-ს საზღვარგარეთ მუდმივად დარჩენა სურს.

ევროპაში დროებითი დაცვის სტატუსით 358 000 უკრაინელი მოზარდი ცხოვრობს - გამოკითხულთა 22,7%-ს საზღვარგარეთ სამუდამოდ დარჩენა სურს
იმედინიუსი

ევროპაში დროებითი დაცვის სტატუსით დაახლოებით 358 000 უკრაინელი მოზარდი ცხოვრობს. ამასთან, უკრაინელი 15-17 წლის ახალგაზრდების 22,7%-ს საზღვარგარეთ მუდმივად ცხოვრება სურს, მაშინ როდესაც ასეთ სურვილს მათი მშობლების მხოლოდ 14,3% გამოთქვამს, ნათქვამია უკრაინის პრეზიდენტის მეუღლის ოლენა ზელენსკას ფონდის მიერ ჩატარებულ კვლევაში.

კვლევის თანახმად, 2021 წლის შემდეგ უკრაინაში სკოლის მოსწავლეთა რაოდენობა 600 000-ით შემცირდა, ხოლო სკოლის გარეშე საგანმანათლებლო აქტივობებში მონაწილეობა 16,5%-ით არის შემცირებული.

გამოკითხული მოზარდებიდან, რომლებსაც საზღვარგარეთ სწავლის გაგრძელება სურთ, 77,3% მიიჩნევს, რომ სხვა ქვეყნებში მეტი შესაძლებლობაა. გამოკითხულთა 62,2%-ის აზრით კი, საერთაშორისო დიპლომი უფრო ღირებულია და მომავალში დასაქმების უკეთეს პერსპექტივას უზრუნველყოფს.

უკრაინაში განათლების სისტემა რუსეთის ომის ერთ-ერთი ყველაზე მძიმედ დაზარალებული სფეროა. საჰაერო განგაშის მუდმივი სიგნალები სკოლებსა და უნივერსიტეტებში სასწავლო პროცესს აფერხებს, საგანმანათლებლო დაწესებულებებზე თავდასხმებმა კი მოსწავლეებსა და სტუდენტებს სათანადო სასწავლო გარემო წაართვა.

„ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ჩვენმა ბავშვებმა საკუთარი თავი ომის ბავშვებად არ აღიქვან და ომი მათ ცხოვრებაში მხოლოდ საშინელ გამოცდილებად დარჩეს“, - განაცხადა უკრაინის პირველმა ლედიმ ოლენა ზელენსკამ კვლევის პრეზენტაციაზე კიევში.

კვლევის მიხედვით, რუსეთის აგრესიამ უკრაინაში საშუალო განათლების 235 დაწესებულება გაანადგურა. ამასთან, სკოლის გარეშე საგანმანათლებლო დაწესებულებების მხოლოდ 35,7%-ს აქვს საკუთარი თავშესაფარი.

მიუხედავად არსებული სირთულეებისა, მოზარდების 80,3% სკოლის დასრულების შემდეგ სწავლის გაგრძელებას გეგმავს. მათგან 39,7%-ს მაგისტრის ხარისხის მიღება სურს, ხოლო ამ ახალგაზრდების 71,7% განათლების მიღებას უკრაინაში აპირებს.

კვლევის ფარგლებში უკრაინის მასშტაბით 12-17 წლის ასაკის 4 050 მოზარდი და 3 176 მშობელი ან კანონიერი მეურვე გამოკითხეს. ოკუპირებული ტერიტორიები კვლევაში არ მონაწილეობდა. საველე სამუშაოები 2026 წლის ივნისიდან აგვისტომდე პერიოდში ჩატარდა.

კვლევამ ასევე გამოავლინა რეგიონული უთანასწორობა და საგანმანათლებლო აქტივობებზე ხელმისაწვდომობის პრობლემა. ქვეყნის დასახლებების მხოლოდ 12,5%-ში არსებობს სკოლის გარეშე აქტივობებისთვის განკუთვნილი დაწესებულებები. ამის გამო, იძულებით გადაადგილებული მოზარდები ასეთ აქტივობებში მონაწილეობას 26%-ით უფრო იშვიათად იღებენ.

სკოლის გარეშე დაწესებულებების 53.7% პირველ სართულზე ადაპტირებულია სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებებისა და გადაადგილების შეზღუდვის მქონე მოზარდებისთვის. მეორე და მესამე სართულებზე კი ასეთი შესაძლებლობა დაწესებულებების მხოლოდ 1%-ს აქვს.

მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
გამოკითხვა: უკრაინაში 53% მიიჩნევს, რომ ზელენსკიმ პრეზიდენტად კენჭი მეორედ აღარ უნდა იყაროსწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები