შალვა პაპუაშვილი: „დღეს ბევრი ქვეყანა ცდილობს, საქართველოს და ქართველ ხალხს ჭკუა ასწავლოს და ასწავლოს, რა არის დემოკრატია – ის ქვეყნები, რომლებმაც არც კი იცოდნენ, რა იყო არჩევნები, როცა ჩვენთან ჩატარდა არჩევნები“
პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ დღეს საქართველოს ჭკუას ასწავლიან ის ქვეყნები, რომლებმაც არც კი იცოდნენ, რა იყო არჩევნები, როდესაც ქვეყანაში თანაბარი საარჩევნო უფლებებით არჩევნები ტარდებოდა.

„სწორედ ასეთ დღეს უნდა დავფიქრდეთ ხოლმე ქართველები, თუ როგორი დემოკრატიული გამოცდილება და ისტორია გვაქვს. დღეს ბევრი ქვეყანა ცდილობს, საქართველოს და ქართველ ხალხს ჭკუა ასწავლოს და ასწავლოს, რა არის დემოკრატია – ის ქვეყნები, რომლებმაც არც კი იცოდნენ რა იყო არჩევნები, როცა ჩვენთან ჩატარდა არჩევნები, თან კაცებისა და ქალების თანაბარი საარჩევნო უფლებებით ჩატარდა“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა საარჩევნო ადმინისტრაციის პროფესიული დღის აღსანიშნავი ღონისძიების შემდეგ, ჟურნალისტებთან საუბრისას.
„არ უნდა დავიკომპლექსოთ თავი, როდესაც ახლად გამოჩენილი დემოკრატიის მასწავლებლები ცდილობენ აგვიხსნან, გვასწავლონ, რა არის დემოკრატია.
ჩვენ დიდი დემოკრატიული ტრადიცია გვაქვს. ის, რომ 1918 წელს, დამოუკიდებლობის გამოცხადებასთან ერთად, პირველი, რაც გააკეთეს ქართველებმა, სახელმწიფო ინსტიტუტების მშენებლობა და საარჩევნო სისტემის შექმნა იყო, იმას აჩვენებს, რომ ეს გამოცდილება ასევე ილექებოდა იმ თაობაში, რომელმაც დამოუკიდებლობა გამოაცხადა და მოგვყვება დღემდე. ასე რომ, ეს ჩვენი დემოკრატიის ერთ-ერთი მომენტია“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
2 სტატიადღეს ბევრი ქვეყანა ცდილობს საქართველოს და ქართველ ხალხს ასწავლოს, რა არის დემოკრატია. ის ქვეყნები, რომლებმაც არჩევნები რა იყო არც კი იცოდნენ, ჩვენთან რომ ჩატარდა არჩევნები - შალვა პაპუაშვილი
შალვა პაპუაშვილი: დღეს ბევრი ქვეყანა ცდილობს საქართველოს და ქართველ ხალხს ჭკუა ასწავლოს და ასწავლოს, რა არის დემოკრატია - ის ქვეყნები, რომლებმაც არც კი იცოდნენ რა იყო არჩევნები, ჩვენთან რომ ჩატარდა არჩევნები
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…