ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიპოლიტიკასტატია

დავით მათიკაშვილი – სამარცხვინოა ისეთი გადაწყვეტილების მიღება, რომელიც პრაქტიკულად, სანქციების თავის არიდებას და კანონმდებლობის დარღვევას გულისხმობს, თან, ევროსაბჭოსგან

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დავით მათიკაშვილმა დაგმო ევროსაბჭოს დაფინანსებით ბახმაროში გამართული სემინარი და აღნიშნა, რომ დაფინანსება ხელისუფლების თანხმობის გარეშე კანონმდებლობის დარღვევაა.

დავით მათიკაშვილი – სამარცხვინოა ისეთი გადაწყვეტილების მიღება, რომელიც პრაქტიკულად, სანქციების თავის არიდებას და კანონმდებლობის დარღვევას გულისხმობს, თან, ევროსაბჭოსგან
დავით მათიკაშვილი – სამარცხვინოა ისეთი გადაწყვეტილების მიღება, რომელიც პრაქტიკულად, სანქციების თავის არიდებას და კანონმდებლობის დარღვევას გულისხმობს, თან, ევროსაბჭოსგანპირველი არხი

სამარცხვინოა ისეთი გადაწყვეტილების მიღება, რომელიც პრაქტიკულად, სანქციების თავის არიდებას და კანონმდებლობის დარღვევას გულისხმობს. თან, ვისგან? – ევროსაბჭოსგან, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.

მათიკაშვილს კითხვა დაუსვეს გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომ არმაზ ახვლედიანის ორგანიზებით და ევროსაბჭოს დაფინანსებით, ბახმაროში გაიმართა საგანმანათლებლო სემინარი, რომელსაც პაველ ჰერჩინსკიც ესწრებოდა. არსებული ინფორმაციით, გრანტების შესახებ კანონის შესაბამისად, დაფინანსების საკითხზე მთავრობისთვის მიმართვა და თანხმობა არ არსებობდა.

„საკანონმდებლო სივრცე შევქმენით, რომლის გათვალისწინებით, თუ საქმე დაფინანსებას ეხება, ამას ხელისუფლების თანხმობა სჭირდება. რასაც ვხედავთ, მოკლეფეხებიანი ტყუილია, როცა ევროსაბჭომ დააფინანსა. ბუნებრივია, მოკვლევის ფონზე, ადეკვატური გადაწყვეტილებები იქნება მიღებული“,- განაცხადა მათიკაშვილმა.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„საკანონმდებლო სივრცე შევქმენით, რომლის გათვალისწინებით, თუ საქმე დაფინანსებას ეხება, ამას ხელისუფლების თანხმობა სჭირდება. რასაც ვხედავთ, მოკლეფეხებიანი ტყუილია, როცა ევროსაბჭომ დააფინანსა. ბუნებრივია, მოკვლევის ფონზე, ადეკვატური გადაწყვეტილებები იქნება მიღებული“
ავტორი ტექსტში ცალსახად არ არის მითითებული
მასალის შესახებპირველწყარო: პირველი არხი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.