პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება

"ჩემი ფეხბურთელებით ვამაყობ" - "საბაჰის" მწვრთნელი "ბარსელონასთან" 1:4 მარცხის შემდეგ

ბაქოს "საბაჰის" მთავარმა მწვრთნელმა ვალდას დამბრაუსკასმა "ბარსელონასთან" 1:4 მარცხის შემდეგ საკუთარი გუნდის თამაში შეაფასა. ლიტველი სპეციალისტის თქმით, მიუხედავად წაგებისა, ის ფეხბურთელების მიერ ნაჩვენები გარჯით ამაყობს.

"ჩემი ფეხბურთელებით ვამაყობ" - "საბაჰის" მწვრთნელი "ბარსელონასთან" 1:4 მარცხის შემდეგ
სპორტალი

ბაქოს "საბაჰის" მთავარმა მწვრთნელმა, ვალდას დამბრაუსკასმა, ჩემპიონთა ლიგის მეხუთე ტურში "ბარსელონასთან" მარცხის (1:4) შემდეგ საკუთარი გუნდის თამაში შეაფასა და ფეხბურთელებს მადლობა გადაუხადა.

ლიტველი სპეციალისტის თქმით, მისი გუნდის სათამაშო გეგმა განსაკუთრებით პირველ ტაიმში კარგად მუშაობდა, თუმცა მეორე ნახევარში გაშვებულმა სამმა გოლმა შეხვედრის ბედი გადაწყვიტა.

"გუშინ ვთქვი, რომ მაქსიმუმი უნდა გაგვეკეთებინა, შესაძლოა, ამაზე მეტიც, თუმცა მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო გუნდის წინააღმდეგ ესეც შეიძლება საკმარისი არ ყოფილიყო. ფეხბურთელებისთვის მხოლოდ მადლობის გადახდა შემიძლია. ნამდვილად ვამაყობ მათით.

ჩვენმა სათამაშო გეგმამ კარგად იმუშავა, განსაკუთრებით პირველ ტაიმში, თუმცა მეორე ნახევარში 10 წუთში სამი გოლი გავუშვით, რამაც ვითარება მნიშვნელოვნად გაართულა. მიუხედავად ამისა, დანებება არ გვიფიქრია. ვულოცავ "ბარსელონას" გამარჯვებას. ამ მატჩიდან დასკვნები უნდა გამოვიტანოთ და წინსვლა გავაგრძელოთ“, - განაცხადა დამბრაუსკასმა უეფას ოფიციალურ ვებგვერდთან საუბრისას.

მასალის შესახებპირველწყარო: სპორტალი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

სხვადასხვა ·
"საბაჰს" ესპანური გუნდის ფილოსოფია აქვს" - რა თქვა ფლიკმა აზერბაიჯანული მატჩის წინწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები