ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ლევან მახაშვილი – აღმაშფოთებელია, რომ ევროკავშირში გაწევრიანება ტერიტორიულ მთლიანობასთან დააკავშირეს, პოზიცია მკაფიოა, საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობაზე არანაირი გზა არ გადის

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ ლევან მახაშვილმა აღმაშფოთებელი უწოდა ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებას და განაცხადა, რომ ტერიტორიულ მთლიანობაზე არანაირი გზა არ გადის.

ლევან მახაშვილი – აღმაშფოთებელია, რომ ევროკავშირში გაწევრიანება ტერიტორიულ მთლიანობასთან დააკავშირეს, პოზიცია მკაფიოა, საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობაზე არანაირი გზა არ გადის
ლევან მახაშვილი – აღმაშფოთებელია, რომ ევროკავშირში გაწევრიანება ტერიტორიულ მთლიანობასთან დააკავშირეს, პოზიცია მკაფიოა, საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობაზე არანაირი გზა არ გადისპირველი არხი

აღმაშფოთებელია, რომ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება, პირდაპირ თუ ირიბად, საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასთან დააკავშირეს, – ამის შესახებ ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა განაცხადა.

მახაშვილმა კომენტარი გააკეთა „ახლის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა გვარამიას განცხადებაზე, რომ „აფხაზებს არ უყვართ ქართველები და გულწრფელები ვიყოთ, არც ჩვენ გვიყვარს აფხაზები, ჩვენ ამ წუთში ვართ მტრები და მტრობა ვერ შეიცვლება სიყვარულით, ეს არსად მომხდარა“.

როგორც მახაშვილმა აღნიშნა, წარმოებს ორგანიზებული კამპანია, რომელიც არის კავკასიაში ახალი დაპირისპირების კერების გაჩენის და მოუშუშებელი იარების კვლავ ხელოვნურად გაღრმავების მცდელობა.

„როგორც ჩანს, ქვეყნის შიგნით თუ გარეთ ზოგიერთებს არ სიამოვნებთ კავკასიაში, რეგიონში მშვიდობა და სუსტ წერტილებს ეძებენ, რაც შეიძლება, ახალი კერების გაჩენისთვის გამოიყენონ. აღმაშფოთებელია, რომ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება პირდაპირ თუ ირიბად საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასთან დააკავშირეს. არა მხოლოდ დააკავშირეს, არამედ გზავნილები კეთდება, თურმე საქართველომ თვალი უნდა დახუჭოს და მეხსიერებას ჩააბაროს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონი და ასე შეიძლება, ევროკავშირის წევრობის შანსი იყოს. პოზიცია მკაფიოა – საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობაზე არანაირი გზა არ გადის. საქართველოსთვის ევროკავშირი იმიტომ არის წარმოდგენილი დანიშნულების კარგ ადგილად, რომ ეს გვესახება ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის და შენარჩუნების შესაძლებლობად და არა – პირიქით. ამიტომ, არც ერთი მიმართულებით საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა მის დარღვევაზე არ გადის“, – განაცხადა მახაშვილმა.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„როგორც ჩანს, ქვეყნის შიგნით თუ გარეთ ზოგიერთებს არ სიამოვნებთ კავკასიაში, რეგიონში მშვიდობა და სუსტ წერტილებს ეძებენ, რაც შეიძლება, ახალი კერების გაჩენისთვის გამოიყენონ. აღმაშფოთებელია, რომ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება პირდაპირ თუ ირიბად საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასთან დააკავშირეს. არა მხოლოდ დააკავშირეს, არამედ გზავნილები კეთდება, თურმე საქართველომ თვალი უნდა დახუჭოს და მეხსიერებას ჩააბაროს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონი და ასე შეიძლება, ევროკავშირის წევრობის შანსი იყოს. პოზიცია მკაფიოა – საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობაზე არანაირი გზა არ გადის. საქართველოსთვის ევროკავშირი იმიტომ არის წარმოდგენილი დანიშნულების კარგ ადგილად, რომ ეს გვესახება ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის და შენარჩუნების შესაძლებლობად და არა – პირიქით. ამიტომ, არც ერთი მიმართულებით საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა მის დარღვევაზე არ გადის“
მასალის შესახებპირველწყარო: პირველი არხი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
"არაფრის ფასად, საქართველო არ დათმობს აფხაზეთისა და ცხინვალის ისტორიულ რეგიონებს" - ლევან მახაშვილიწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები