ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

"არაფრის ფასად, საქართველო არ დათმობს აფხაზეთისა და ცხინვალის ისტორიულ რეგიონებს" - ლევან მახაშვილი

მმართველ გუნდში ნიკა გვარამიას განცხადებები შეაფასეს, სადაც მან ოკუპირებულ რეგიონებთან დაკავშირებით პოზიცია დააფიქსირა. პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა განაცხადა, რომ საქართველო არაფრის ფასად არ დათმობს აფხაზეთისა და ცხინვალის ისტორიულ რეგიონებს, ხოლო ოპოზიცია ზიზღისა და დაპირისპირების რიტორიკას აგრძელებს.

"არაფრის ფასად, საქართველო არ დათმობს აფხაზეთისა და ცხინვალის ისტორიულ რეგიონებს" - ლევან მახაშვილი
"არაფრის ფასად, საქართველო არ დათმობს აფხაზეთისა და ცხინვალის ისტორიულ რეგიონებს" - ლევან მახაშვილირუსთავი 2

ანტიაფხაზური კამპანია - ამჯერად ნიკა გვარამიამ ანტისახელმწიფოებრივი განცხადებები ერთ-ერთ პოდკასტში გააკეთა. "აფხაზებს და ქართველებს არ უყვართ ერთმანეთი. ჩვენ ვართ მტრები" - აცხადებს კოალიცია "ცვლილებებისთვის" ლიდერი.

შეგახსენებთ, ნიკა გვარამიამ რამდენიმე დღის წინ აფხაზეთის კონტექსტში სომხური მოდელიც ახსენა და მიანიშნა, რომ, ყარაბაღის მსგავსად, საქართველომ ოკუპირებული რეგიონი უნდა დათმოს.

შერიგების წინააღმდეგ მიზანმიმართული კამპანია - ასეთია მმართველი გუნდის შეფასება, რომელიც ოპოზიციისა და გარე ძალების ინტერესებზე საუბრობს.

პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, ლევან მახაშვილის განცხადებით, ხელისუფლება შერიგებაზე, პატიებასა და მშვიდობაზე საუბრობს, მაშინ როდესაც ოპოზიცია, მისი შეფასებით, ზიზღისა და დაპირისპირების რიტორიკას აგრძელებს.

"საზოგადოება ხედავს, რომ ჩვენ, როდესაც ვსაუბრობთ შერიგებაზე, პატიებაზე, სიყვარულზე, ეს ადამიანები დღე და ღამე საუბრობენ ზიზღზე, დაპირისპირებაზე, შურისძიებაზე, სიძულვილზე და მერე უკვირთ, როდესაც ამ ადამიანებს ვეძახით ომის პარტიას.

როდესაც ხელისუფლებაში იყვნენ, სწორედ ზიზღს და სიძულვილს თესავდნენ, მათ შორის ჩვენს ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრებ მოქალაქეებთან და ოპოზიციაშიც იგივეს აკეთებენ.

ამიტომ, ყველაფერი ნათელია, რა თქმა უნდა, მათი ძალისხმევა მიმართულია იმისკენ, რომ თუკი რაიმე იმედი არსებობს შერიგების, მშვიდობიანად დარიგებულების, ყველანაირი იმედი მოკლან, ყველანაირი პერსპექტივა ჩაახშონ და ამ ქვეყანას აღარ ჰქონდეს აბსოლუტურად არანაირი პერსპექტივა გაერთიანების.

ვხედავთ ძალიან კარგად, რომ არის ერთიანი ფრონტი გახსნილი იმისთვის, რომ ყველანაირი პერსპექტივა ქვეყნის გაერთიანების ჩანასახშივე მოკლან და ამით პრინციპში ლეგიტიმაციასაც აძლევენ ოკუპაციას, იმიტომ, რომ ამბობენ რაღაც აზრს, დღეს პარლამენტის თავმჯდომარემაც ახსენა, რომ შევეგუოთ, საზოგადოება უნდა შეეგუოს იმას, რომ ჩვენ ევროკავშირში თუ ნატოში შეიძლება გავწევრიანდეთ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების გარეშე.

არაფრის ფასად, საქართველოსთვის საქართველო არ დათმობს აფხაზეთისა და ცხინვალის ისტორიულ რეგიონებს", - აცხადებს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილი.

მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ლევან მახაშვილი – აღმაშფოთებელია, რომ ევროკავშირში გაწევრიანება ტერიტორიულ მთლიანობასთან დააკავშირეს, პოზიცია მკაფიოა, საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობაზე არანაირი გზა არ გადისწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები