პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება

"ტროლების ბიუროებს „ოცნება“ კომპრომატებისთვის იყენებს, ჩემი ინფორმაციით, აქვთ პირადი ცხოვრების კადრებიც თავიანთი გუნდის წევრებზე - რაზმაძე

ქართული ოცნებატვ პირველისახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური

თორნიკე რაზმაძე აცხადებს, რომ „ქართული ოცნება“ ტროლების ბიუროებს საკუთარ თანაგუნდელებზე კომპრომატებისა და პირადი ცხოვრების კადრების გავრცელებისთვის იყენებს. მისი თქმით, მის წინააღმდეგ AI-ით შექმნილი ვიდეოებითა და შევიწროებით ხელისუფლება დგას.

სამოქალაქო აქტივისტი და წამყვანი თორნიკე რაზმაძე „ქართული ოცნების“ მიერ შიდაპარტიული კონტროლისა და შანტაჟის მექანიზმებზე საუბრობს. როგორც რაზმაძე "ტვ პირველის" პირდაპირ ეთერში აცხადებს, მმართველი გუნდი ტროლ-ბოტების მიერ მოპოვებულ მასალებს საკუთარი თანაგუნდელების წინააღმდეგაც იყენებს.

რაზმაძის თქმით, კორუფციასთან დაკავშირებული ინფორმაციების გარდა, არსებობს პირადი ცხოვრების ამსახველი კადრებიც, რომელთა მეშვეობითაც გუნდის წევრებზე ზეწოლა და მათი მართვა ხდება.

სამოქალაქო აქტივისტის თქმით, სწორედ ამ "ტროლების ბიუროს" მიერაა აგორებული მის მიმართ მიმდინარე მადესკრიტირებელი კამპანია.

მოგიყვებით დეტალებს და მათ შორის ისეთ დეტალებს ვიტყვი ახლა თქვენს გადაცემაში, რაც აქამდე არც იცის პრინციპში საზოგადოებამ, რაც მე პირადი წყაროებით გავარკვიე უშუალოდ შიგნიდან. თან მოუსმინეთ კარგად, დაელოდეთ — ვიცი, რომ მისმენთ ახლა და თქვენს შესახებ კიდევ ისეთ რაღაცეებს მოვყვები, იმ ხალხზე, ვინც გაბრაზდით და აი ესეთი სიბინძურე დაგეგმეთ, რომ ორმაგად უფრო მეტად მოგხვდებათ ცხვირში.

როდესაც აქ ვიდექი, მაშინ ვთქვი ესეთი ფრაზა, რომ „მე ამას არ მაპატიებენ-მეთქი“, მარგარიტა სიმონიანის ეგრეთ წოდებული შეურაცხყოფის საქმესთან დაკავშირებულ ამბავზე.

ახლა რაც შეეხება თქვენს შეკითხვას, როგორ მუშაობს ეს სისტემა: თქვენ არ გეგონოთ, რომ ეს არის რაღაც ერთი დიდი ოთახი, რომელშიც 90-იანი წლების ნიუსრუმის სტილში სხედან პატარ-პატარა ადგილებში ტროლები და რაღაცეებს პოსტავენ. ეს არის პატარ-პატარა გუნდები შექმნილი, რომლებიც ცალკეულ დავალებებს იღებენ — თუ რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი თემაა, შეიძლება ერთი თემატიკისკენ და ერთი მიმართულებითაც მიმართონ. ამ თითოეულ გვერდს აქვს თავისი იერარქია, ჰყავთ ხელმძღვანელები. და აი ამ ტროლ-გუნდების ხელმძღვანელებად ამ ეტაპზე მუშაობენ ცნობილი იუმორისტები და სცენარისტები, იუმორისტული კონტენტის შემქმნელები პროპაგანდისტულ არხებზე.

მე კონკრეტულ სახელებს და გვარებს ამ ეტაპზე სპეციალურად არ ვამბობ, იმიტომ კი არა, რომ რამის მეშინია — უარესს ვიტყვი ახლა, უბრალოდ მე რომ ვთქვა კონკრეტული სახელი და გვარები, ამ წუთას მე არ მიჭირავს ხელში არგუმენტი, მაშინ წყარო უნდა დავასახელო, რომელმაც მე ეს ინფორმაცია გამომიტანა, ამას არასდროს არ ვიზამ. როდესაც მე ეს არგუმენტი მექნება ხელში, რა თქმა უნდა სახელ და გვარებსაც ვიტყვი. ეს მე გავაჟღერე და ეს მოხვდათ მათ შორის.

პლიუს ამას, რაც არ გამიჟღერებია, მოდი ახლა იმას ვიტყვი: რაში იყენებენ ამ ტროლების ბიუროებს? ამ ტროლების ბიუროებს „ქართული ოცნება“ იყენებს კომპრომატების და ჭორების გავრცელებაში საკუთარი თანაგუნდელების მიმართ. აი ეს არ იცოდა დღემდე არავინ. პირობითად ვამბობ, მაგალითად კახა კალაძეზე აქვთ რამე კომპრომატი — პირდაპირ მივლენ და ეტყვიან, რომ „იცი რა, ჩვენ შენზე კომპრომატი გვაქვს და ჭკვიანად იყავი“.

კორუფცია და ფულის მოპარვა და ეს თემები არის სასაცილო იმასთან შედარებით, მათ რა კომპრომატებიც აქვთ და რეებსაც აჩვენებენ. მათ შორის ჩემი ინფორმაციით, არის პირად ცხოვრებასთან დაკავშირებული ინფორმაციები და კადრები, თავიანთი გუნდის წევრებზე ვამბობ. ალბათ ახლა მისმენენ მე „ქართული ოცნების“ გუნდის წევრებიც და ალბათ უფიქრიათ, ვისზეც ასეთი რამე გავრცელებულა, რომ საიდან გახმაურდა კი მაგრამ? აი აქედან. ასე აგროვებს სავარაუდოდ სუს-ი ამ კომპრომატებს და შემდეგ ესეთი სქემაა აწყობილი: ამათ აჩვენებენ და ეს სქემები ნელ-ნელა გადის საზოგადოებაში. აი ასე ხდება, მათ შორის ბევრი ისეთი ადამიანის გამოჭერა, რომელიც ხანდახან შეიძლება გაგვიკვირდეს, რომ ეს ადამიანი აქ რანაირად დარჩა, აქ როგორ წავიდა და ასე შემდეგ, ან რა განცხადება გააკეთა", - განაცხადა თორნიკე რაზმაძემ.

რაზმაძემ ინგა გრიგოლიას ასევე უთხრა, რომ მარგარიტა სიმონიანის გინების გამო დაკისრებული ჯარიმის ქვიტარი დღეს ჩაბარდა. სამოქალაქო აქტივისტი ამ ფაქტს მისთვის დისკომფორტის შექმნის მცდელობად აფასებს.

ზუსტად, დღეს ჩამბარდა სასამართლოს გადაწყვეტილება. ესეც საინტერესოა, იმის მერე რამდენი ხანი გავიდა და ხანდახან თვეებიც ეცლება ხოლმე და დღეს მოიტანეს ქვითარი, რომ აი, შვიდი დღე დაგრჩა გადასახდელად. შვიდი დღე დაგრჩა გადასახდელად მარგარიტა სიმონიანის გინების გამო — საკუთარი ქვეყნის სასამართლომ რომ დააკისრა 3000 ლარი ჯარიმა თორნიკე რაზმაძეს. ეს ერთიანი კონტექსტია.

და რა გააკეთეს ახლა ეს დღეს და გუშინ რას აკეთებენ იცით? არაფერმა რომ აღარ იმუშავა, ახლა უბრალოდ არიან გაბრაზებული და უნდათ, რომ დისკომფორტი შემიქმნან და რა გააკეთეს იცი? რამდენჯერმე შემოვიდა უცხო ზარი, პირველი მეგონა, რომ შეცდომა იყო და „თქვენ რაღაც დეზოდორი გინდოდათო“ მეკითხებიან და მეთქი ერთხელ შეგეშალათ-მეთქი, ხომ მოგვწერეთო ონლაინ ჩათშიო. და თურმე ჩემ ნომერს დადიან და რაღაც ჯგუფებში წერენ, რომ ვითომ დეზოდორი მინდა, რაღაც დერმატოლოგიური კრემი მინდა, რომ მერე ამ ხალხმა მირეკოს, რომ „თქვენ გინდოდათ ეს და შემოდით“. აი ამას ვინ იგონებს მართლა? ანუ სრული ძალით, ყველა მხრიდან ხდება რაღაცნაირი ფსიქოლოგიური შემოტევა", - განაცხადა თორნიკე რაზმაძემ.

რა ხდება?

თორნიკე რაზმაძის ცნობით, სოციალურ ქსელში მის ტელეფონის ნომერს ნარკოტიკების გამყიდველის საკონტაქტო ინფორმაციად ავრცელებენ. სამოქალაქო აქტივისტი მომხდარს მის წინააღმდეგ განხორციელებულ შეტევას უწოდებს და აცხადებს, რომ ქმედებამ სისხლის სამართლის დანაშაულის ფორმა მიიღო.

მითების დეტექტორმა გამოიკვლია და „ფეისბუქსა და „ტიკტოკზე“ გავრცელებული ვიდეოები, სადაც ვითომდა თორნიკე რაზმაძე ნარკორეალიზატორს დასაქმების თხოვნით მიმართავს და კორპუსის სადარბაზოში, სავარაუდოდ, ნარკოტიკულ საშუალებას დებს, ხელოვნური ინტელექტის (AI) საშუალებით არის შექმნილი, რაზეც მიუთითებს როგორც ვიზუალური ხარვეზები, ისე AI-ის ამომცნობი ხელსაწყოები.

თორნიკე რაზმაძე ფიქრობს, რომ მის წინააღმდეგ აგორებული ბინძური კამპანიის უკან ხელისუფლება დგას. როგორც წამყვანი და სამოქალაქო აქტივისტი აცხადებს, ამ ყველაფრის მიზანი მისი დაშინება და გაჩუმებაა.

რაზმაძის თქმით, მიმდინარე კანპანიის ფარგლებში, მის მიმართ ფიზიკურ ანგარიშსწორებას კომენტარებში "ოცნების" წევრი დიმიტრი სამხარაძეც კი გეგმავდა.

მასალის შესახებპირველწყარო: TV პირველი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ეს უბინძურესი კამპანია შეიძლება დასრულდეს ჩემი ანგარიშსწორებით ან რაღაცის ჩადებით - თორნიკე რაზმაძეწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები