37 წლის სამგზის ოლიმპიური ჩემპიონი ტედი რინერი საფრაგნეთის საპრეზიდენტო არჩევნებში კენჭს იყრის
ძიუდოში სამგზის ოლიმპიურმა ჩემპიონმა ტედი რინერმა განაცხადა, რომ 2027 წლის საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნებში კენჭს იყრის. მისი თქმით, ეს გააზრებული გადაწყვეტილებაა და მიზნად ისახავს გახდეს „გამაერთიანებელი პრეზიდენტი“.

37 წლის სამგზის ოლიმპიურმა ჩემპიონმა ძიუდოში ტედი რინერმა 2027 წლის საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის შესახებ განაცხადა. სპორტსმენმა არჩევნებში მონაწილეობის შესახებ ინფორმაცია Le Parisien-თან ინტერვიუში დაადასტურა.
რინერის განმარტებით, ეს გააზრებული გადაწყვეტილებაა, რომლის მიზანიც "ფრანგების გაერთიანებაა".
"საფრანგეთი, რომელიც გვინდა" - ამ სახელწოდებით რინერმა საკუთარი წინასაარჩევნო ვებგვერდი უკვე გაააქტიურა და მსურველებს მოუწოდებს შეუერთდნენ მას წინასაარჩევნო ბრძოლაში.
ტედი რინერის განცხადებით, ის არც მემარცხენე და არც მემარჯვენე პოლიტიკოსია, ის მიზნად ისახავს გახდეს "გამაერთიანებელი პრეზიდენტი".
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
2 სტატიამასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…