პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება

„მალადცი ბრატცი!“ – მაია ნადირაძე

საკონსტიტუციო სასამართლო

ყოფილი პარლამენტარი მაია ნადირაძე საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებს აკრიტიკებს და აცხადებს, რომ მათ მიერ შექმნილი პროცესი ხელისუფლების ქმედებების „უტყუარ დოკუმენტს“ წარმოადგენს.

„მალადცი ბრატცი!“ – მაია ნადირაძე
ალია

ყოფილი პარლამენტარი, მაია ნადირაძე:

„საკონსტიტუციო სასამართლოს მანტიებში გამოწყობილ პატივცემულ გვამებს რომ ვუყურებ, მარტო ერთი აზრი მიტრიალებს თავში – რამ შეიძლება აიძულოს ადამიანი, რომ საქვეყნოდ და ყველას დასანახად ასე დაიმციროს თავი, შეილახოს ღირსება, დაკარგოს ადამიანის სახე და ეს ყველაფერი დოკუმენტირებულად და სამუდამოდ შემოუნახოს საკუთარ შთამომავლობას.

რა შეიძლება იყოს ასეთი უბედურების, თვითლიკვიდაციის წყარო?

ეს ვერ იქნება ფული! იმიტომ რომ გადარჩენის ინსტიქტი უფრო ძლიერია.

ეს ვერ იქნება ვერც უგუნურება, აქაც ინსტიქტი უფრო ძლიერია.

ერთადერთი რასაც შეუძლია ასეთი დეგრადაცია, არის შიში.

ყველა შიში სიკვდილის შიშამდე დადის და ყველა ინსტიქტი გადარჩენას ემსახურება, მაგრამ თუ შიში ირაციონალურია ან დეგრადირებულია, ის მომაკვდინებელია. აი, რაღაც ისეთი, ოთახში ცეცხლი რომ გაჩნდება და მისი ჩაქრობის მცდელობის მაგივრად მეათე სართულიდან რომ ხტებიან ხოლმე.

ალბათ ყველასთვის ცხადია, რომ მე დარდი არა მაქვს ეგენი ცეცხლში ამოიბუგებიან თუ ასფალტს დაენარცხებიან, მითუმეტეს, რისი ეშინიათ, ეგ ვარკვიო…იქამც ყოფილან.

მაგრამ ამ ფიქრმა ერთობ პოზიტიურ დასკვნამდე მიმიყვანა :

ამ სასამართლომ შექმნა უტყუარი, ასპროცენტიანი დოკუმენტი იმის შესახებ, რას წარმოადგენს იმ კერძო პირის, (პრემიერ მინისტრეზე წინ რომ დგას) ოლიგარქის ხელისუფლება.

რა დანაშაულები აქვთ ჩადენილი, მათი ყველა “ ბრალდება” რეალურად არის საკუთარი დანაშაულების აღიარება და პროექცირება სხვაზე.

ქოცხელისუფლების მუხლჩაუხრელი მცდელობა, რომ გადაეწერა ისტორია, ჩვენი მეხსიერება, გაეფარჩაკებინა ყველა დადებითი მოვლენა, ამ ერთი სასამართლოთი გააბათილა.

14 წელია ანგრევენ, აფუჭებენ, მტერს ელაქუცებიან, მოყვარეს მტრობენ და ისე გაუტიეს, რომ ბოლოს ხარაკირით დაასრულეს.

100 წლის მერეც ყველასთვის დოკუმენტირებულად იქნება გასაგები, რომ ერთხელ, ამ ქვეყანაში, ბედის თუ რაღაცის უკუღმართობის გამო, ქვეყანას დაეპატრონენ ერის მდაბიო ტურები და იღვაწეს ამ ქვეყნის და ხალხის გასაფარჩაკებლად და არაფერი გამოუვიდათ, იმიტომ რომ ბოლო სერიაში სკრუპულოზურად დაარქივეს – -ვინ ვინ არის.

მალადცი ბრატცი! და ერთობ მადლობელი ამ აქტისთვის. ამას ვერც დაწვავთ და ვეღარც გადაახვევთ.“

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. Facebookმაია ნადირაძე: ქოცხელისუფლების მუხლჩაუხრელი მცდელობა, რომ გადაეწერა ისტორია, ჩვენი მეხსიერება, გაეფარჩაკებინა ყველა დადებითი მოვლენა, ამ ერთი სასამართლოთი გააბათილა
მასალის შესახებპირველწყარო: ალია ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
გიორგი ხახუბია: „მსურს გამოვეხმაურო ბათუმში, საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესს, სადაც კონკრეტული პირის მიერ ორჯერ გაჟღერდა ჩემი ძმის სახელი და გვარი, რაც მიზნად ისახავდა ჩემი ოჯახის ტრაგედიის გამოყენებას კონკრეტული პოლიტიკური მიზნებისთვის“წაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები