პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება

ჰორმუზის სრუტეში ნაღმზე ორი ნავთობტანკერი აფეთქდა

ჰორმუზის სრუტეში ორი ნავთობტანკერი საზღვაო ნაღმზე აფეთქდა; ირანის მხარის მტკიცებით, ხომალდები არასანქცირებული მარშრუტით გავლას ცდილობდნენ.

ჰორმუზის სრუტეში ნაღმზე ორი ნავთობტანკერი აფეთქდა
BM.GE

Reuters-ის ცნობით, ჰორმუზის სრუტეში ორი ნავთობტანკერი საზღვაო ნაღმს შეეჯახა, აფეთქდა და ცეცხლი გაუჩნდა.

ირანის რევოლუციური გვარდიის საზღვაო ძალებში განაცხადეს, რომ ეს ხომალდები სრუტეში არასანქცირებული მარშრუტით გავლას ცდილობდნენ.

ირანის არმიის პრესსპიკერმა, მოჰამად აკრამინიამ განაცხადა, რომ სრუტეზე დაკვირვებისა და კონტროლის გასაძლიერებლად სამხედროებმა ახალი სისტემები უკვე განათავსეს და შემოწმებები გაამკაცრეს. არსებული ტექნიკა კი განაახლეს.

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ იმ ხომალდებს, რომლებიც სრუტის ამ მონაკვეთს ირანულ ძალებთან შეთანხმების გარეშე კვეთენ, გაცილებით მაღალი რისკი ემუქრებათ. აკრამინიას განმარტებით, სწორედ კოორდინაციის არარსებობის გამო მოხდა, რომ ბოლო კვირებში რამდენიმე გემი ნაღმს შეეჯახა.

ინფორმაციისთვის, თეირანმა ვაშინგტონს უკვე აცნობა, რომ ჰორმუზის სრუტეში ჩვეულ მიმოსვლას იქამდე არ აღადგენს, სანამ მისი მოთხოვნები არ შესრულდება. ცნობისთვის, ირანული მხარე ირანის პორტებზე აშშ-ის საზღვაო ბლოკადის მოხსნასა და ყველა ფრონტზე ომის დასრულებას ითხოვს.

მასალის შესახებპირველწყარო: BM.GE ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
ტრამპის განცხადებით, საჭიროების შემთხვევაში, ის მზადაა ირანზე სამხედრო დარტყმები უყოყმანოდ განაახლოსწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები