პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

რევაზ სოხაძე: აბასთუმნის შემოვლითი გზა მომავალი წლის შემოდგომაზე გაიხსნება

მუნიციპალური განვითარების ფონდი

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ რევაზ სოხაძის განცხადებით, აბასთუმნის 15.9-კილომეტრიანი შემოვლითი გზის მშენებლობა აქტიურ რეჟიმშია და მისი გახსნა შემოდგომაზე იგეგმება.

რევაზ სოხაძე: აბასთუმნის შემოვლითი გზა მომავალი წლის შემოდგომაზე გაიხსნება
რევაზ სოხაძე: აბასთუმნის შემოვლითი გზა მომავალი წლის შემოდგომაზე გაიხსნებაიმედინიუსი

აბასთუმნის 15.9-კილომეტრიანი შემოვლითი გზის მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს და მისი გახსნა 2027 წლის შემოდგომაზე იგეგმება. ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხაძემ სამშენებლო სამუშაოების დათვალიერებისას განაცხადა.

მინისტრის თქმით, საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობასთან ერთად, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ბუნებრივი გარემოს აღდგენას, მათ შორის, ტყის აღდგენით სამუშაოებს, რომლებიც შესაბამის უწყებასთან თანამშრომლობით დაიგეგმება.

„აბასთუმნის შემოვლით გზაზე სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. გზა მომავალი წლის შემოდგომაზე გაიხსნება. ჩვენი მიზანია, აქ ერთ-ერთი საუკეთესო საგზაო ინფრასტრუქტურა მოეწყოს. ამასთან, არანაკლებ მნიშვნელოვანია ბუნებრივი გარემოს აღდგენა, მათ შორის, ტყის აღდგენითი სამუშაოები. შესაბამის უწყებასთან ერთად დავიწყებთ მუშაობას, რათა გზის გახსნის დროისთვის ეს სამუშაოებიც განხორციელებული იყოს“, - განაცხადა რევაზ სოხაძემ.

პროექტის ფარგლებში უკვე გაყვანილია 368-მეტრიანი საგზაო გვირაბი. გათვალისწინებული ხუთი ახალი ხიდიდან სამის ძირითადი სამშენებლო სამუშაოები დასრულებულია, ხოლო დანარჩენი ორი ხიდის მშენებლობა უახლოეს პერიოდში დაიწყება. ამჟამად მიმდინარეობს მიწის სამუშაოები და ფერდების ფორმირება. პროექტს ახალი კონტრაქტორი კომპანია ახორციელებს.

აბასთუმნის შემოვლითი გზა, ბაღდათის მიმართულებით უკვე დასრულებულ საგზაო მონაკვეთთან ერთად, იმერეთსა და სამცხე-ჯავახეთს თანამედროვე სატრანსპორტო ინფრასტრუქტურით დააკავშირებს.

ახალი გზა საშუალებას მისცემს სატრანზიტო ავტოტრანსპორტს, გადაადგილდეს კურორტის გვერდის ავლით, რაც შეამცირებს აბასთუმნის სატრანსპორტო დატვირთვას, ხელს შეუწყობს ბუნებრივი გარემოს შენარჩუნებასა და კურორტის განვითარებას.

რევაზ სოხაძე საგზაო სამუშაოებს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე ლევან დარახველიძესთან, მუნიციპალური გამვითარ3ბის ფონდის აღმასრულებელ დირექტორ გიორგი შონიასთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. რუსთავი 2სამთავრობოაბასთუმნის შემოვლითი გზა მომავალი წლის შემოდგომაზე გაიხსნება - რევაზ სოხაძე
მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
აბასთუმანში ადრე რეაბილიტირებულ ობიექტებზე არსებული ხარვეზები გამოსწორდება - რევაზ სოხაძეწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები