ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

მისი თითოეული წერილი კიდევ უფრო მეტად არასერიოზულია - გაბუნია ღარიბაშვილზე

მმართველ პარტიასთან დაკავშირებული დეპუტატი გიორგი გაბუნია ექსპრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის მორიგ წერილს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ მისი განცხადებები არასერიოზულია. თავის მხრივ, ღარიბაშვილი თავის პატიმრობას პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევს და ბიძინა ივანიშვილთან ერთად მამუკა მდინარაძესა და ირაკლი კობახიძეს ადანაშაულებს.

მისი თითოეული წერილი კიდევ უფრო მეტად არასერიოზულია - გაბუნია ღარიბაშვილზე
მისი თითოეული წერილი კიდევ უფრო მეტად არასერიოზულია - გაბუნია ღარიბაშვილზეტაბულა

ივანიშვილის დეპუტატი, გიორგი გაბუნია ექსპრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის ახალ წერილს გამოეხმაურა.

"მან ბრალი და ჩადენილი დანაშაული თავად აღიარა. მის მიმართ არ ყოფილა არანაირი უკანონო ქმედება, ზეწოლა და ძალადობა. ამასთან დაკავშირებით არც თვითონ უსაუბრია. რა, რამე დაიბრალა? [...] მისი თითოეული წერილი, რომელიც ქვეყნდება, კიდევ უფრო მეტად არასერიოზულია და არასერიოზულობის სიმაღლეს მატებს.

მას ციხეში მეტი ფიქრის დრო აქვს და სიტუაცია კარგად გააანალიზოს. პირიქით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მან საზოგადოებას სინანული აჩვენოს, რადგან პრემიერმინისტრის მხრიდან მძიმე დანაშაულის ჩადენა ძალიან სამწუხაროა". - თქვა გაბუნიამ.

21 სექტემბერს ირაკლი ღარიბაშვილმა მორიგი განცხადება გამოაქვეყნა, რომელშიც წერს, რომ მისი პატიმრობა "პირველივე დღიდან" პოლიტიკურად მოტივირებულია. ღარიბაშვილის მტკიცებით, პირველი ბრალის აღიარების შემდეგ საპროცესო შეთანხმების პირობები შეუცვალეს და პირობითი სასჯელის ნაცვლად, 5 წლით პატიმრობა მიუსაჯეს. ექსპრემიერი წერს, რომ "ბიძინა ივანიშვილთან 20-წლიანი ურთიერთობისა და მისდამი ჩემი დამოკიდებულების გამო" უსიტყვოდ ავიდა "პოლიტიკურ სასაკლაოზე" და ჩაჯდა ციხეში.

"ჩემი პატიმრობა პირველივე დღიდან პოლიტიკურია" - ღარიბაშვილის ახალი წერილი

17 აგვისტოს ექსპრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა ციხიდან Facebook-ზე პოსტი გაავრცელა, რომლის მიხედვითაც, ბიძინა ივანიშვილის დავალებით წერილი გაუგზავნეს და "სხვა გზა არ დაუტოვეს", რომ წინ არ აღუდგეს "ღირსების შემლახავ ბოროტებას". 18 აგვისტოს ექსპრემიერმა მორიგი განცხადება გაავრცელა, რომლის მიხედვითაც, “კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის” კამპანიის მთავარი მიზანი მისი ციხეში ჩასმა და პოლიტიკურად განადგურება იყო. მისი მტკიცებით, წერილი მამუკა მდინარაძემ გაუგზავნა.

19 აგვისტოს ექსპრემიერის განცხადებებზე კომენტარი გააკეთა მამუკა მდინარაძემ. მისი თქმით, "პირადად მე და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები ისე უკომპრომისოდ დავუპირისპირდით კორუფციას, ამისთვისაც მზად ვართ, რომ მსგავსი ბრალდებები, შეიძლება უარესიც, იყო, არის და იქნება".

20 აგვისტოს ირაკლი ღარიბაშვილმა ციხიდან მორიგი წერილი გამოაქვეყნა. ის სატელევიზიო სივრცესა და სოციალურ მედიაში "აღვირახსნილ პროპაგანდას" უსვამს ხაზს და წერს, რომ "სულ ტყუილად წვალობთ. ეს წერილი მდინარაძემ თავისი ახლო მეგობრის ხელით გადასცა ჩემი ოჯახის წევრს... მას თუ არ სურს უდანაშაულო ადამიანების დაზიანება, შეეშვას სიცრუის ტირაჟირებას და აიღოს სრული პასუხისმგებლობა."

24 აგვისტოს ირაკლი ღარიბაშვილს ახალი ბრალდება წარუდგინეს. მას წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებას ედავებიან. ბრალდება 11-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

31 აგვისტოს, მამუკა მდინარაძემ რეგიონული განვითარების მინისტრის პოსტზე დანიშვნიდან არასრულ ერთ თვეში გამოაცხადა, რომ თანამდებობიდან და "პრინციპში, პოლიტიკიდანაც" მიდის. მისი თქმით, "ცოტა დასვენებას და საკუთარ თავზე ზრუნვასაც" იმსახურებს.

პირველ სექტემბერს ირაკლი ღარიბაშვილმა მორიგი წერილი გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც, "მდინარაძის პოლიტიკიდან გაყვანა ვერ წაშლის მისი და ირაკლი კობახიძის თანამონაწილეობით ქვეყნისთვის, ადამიანებისთვის და ქართული ოცნებისთვის მიყენებულ უმძიმეს და გამოუსწორებელ ზიანს".

ღარიბაშვილი: კობახიძე-მდინარაძის მმართველობისას მომხდარი თვითმკვლელობები პასუხგაუცემელია

ღარიბაშვილს 5 წლით პატიმრობა განესაზღვრა – პროკურატურამ მასთან საპროცესო გააფორმა

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„ჩემი პატიმრობა პირველივე დღიდან პოლიტიკურია“
„პირადად მე და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები ისე უკომპრომისოდ დავუპირისპირდით კორუფციას, ამისთვისაც მზად ვართ, რომ მსგავსი ბრალდებები, შეიძლება უარესიც, იყო, არის და იქნება“
მამუკა მდინარაძე
„ბიძინა ივანიშვილთან 20-წლიანი ურთიერთობისა და მისდამი ჩემი დამოკიდებულების გამო“
ირაკლი ღარიბაშვილი
მასალის შესახებპირველწყარო: ტაბულა ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
[ბიძინა ივანიშვილისადმი] ჩემი დამოკიდებულების გამო უსიტყვოდ ავედი პოლიტიკურ სასაკლაოზე - ღარიბაშვილის მორიგი წერილიწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები