პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება

სანაპიროდან მთაწმინდის ზედა ქუჩებზე პირდაპირ ასვლა გახდება შესაძლებელი – კალაძე მოძრაობის ახალ სქემას აანონსებს

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, მთაწმინდაზე ავტომობილების მოძრაობის ახალი სქემა შემუშავდება, რომლითაც სანაპიროდან მთაწმინდის ზედა ქუჩებზე პირდაპირ ასვლა და ჩასვლა გახდება შესაძლებელი.

სანაპიროდან მთაწმინდის ზედა ქუჩებზე პირდაპირ ასვლა გახდება შესაძლებელი – კალაძე მოძრაობის ახალ სქემას აანონსებს
BM.GE

თბილისის მერი მთაწმინდაზე, ავტომობილების მოძრაობის ახალი სქემის შემუშავებას აანონსებს, რომელიც რუსთაველის გამზირის ასევე ახალ სქემასთან იქნება თავსებადი. ამის შესახებ დედაქალაქის სხდომის დაწყებამდე კახა კალაძემ განაცხადა.

მან აღნიშნა, რომ მთაწმინდისთვის დამახასიათებელი ვიწრო ქუჩების გათვალისწინებით ყველაზე მისაღები ვარიანტები დამუშავდება.

"მთაწმინდის ქუჩებზე ვგეგმავთ მოძრაობის ოპტიმალური სქემების შემუშავებას. წლების განმავლობაში ზოგიერთ ქუჩაზე მოძრაობა ხან ორმხრივი იყო, ხან ცალმხრივი. ძველი თბილისისთვის დამახასიათებელი ვიწრო ქუჩების გათვალისწინებით, დავამუშავებთ ყველაზე მისაღებ ვარიანტებს, რომლებიც რუსთაველის გამზირის ახალ სატრანსპორტო სქემასთან თავსებადი იქნება. ზოგადად, ქუჩების რეაბილიტაციისას მაქსიმალურად ვცდილობთ, საგზაო მოძრაობა ისე დავგეგმოთ, რომ გაიზარდოს მოქალაქეთა გადაადგილების შესაძლებლობები, ტრანსპორტის ხელმისაწვდომობა და უსაფრთხოება.

ჩვენი ამოცანაა, შესაბამისი საგზაო-სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა მოეწყოს არა მხოლოდ ავტომობილების მძღოლებისთვის, არამედ ქვეითებისთვის, მუნიციპალური ტრანსპორტის მგზავრებისთვის და გადაადგილების სხვა საშუალებებით მოსარგებლე ადამიანებისთვის. მულტიმოდალური მიდგომა სწორედ ამას გულისხმობს - ქალაქის ინფრასტრუქტურა უნდა ემსახურებოდეს მოძრაობის ყველა მონაწილეს“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

ცნობისთვის: რეაბილიტირებულ რუსთაველის გამზირზე სატრანსპორტო სქემა შეიცვლება, რაც კახა კალაძის განცხადებით, გამზირზე კონკრეტული მიმართულებებით ავტომობილების გადაადგილებას გაამარტივებს. ახალი სქემით, სანაპიროდან პირდაპირ მთაწმინდის ზედა ქუჩებზე ასვლა და უკუმიმართულებით, პირდაპირ სანაპიროზე ჩასვლა გახდება შესაძლებელი. მისივე თქმით, ახალი სატრანსპორტო კავშირების მოწყობის შედეგად, რუსთაველის გამზირზე ტრანზიტული გადაადგილების საჭიროება შემცირდება.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

6 სტატია
სამთავრობო 3ოპოზიციური 2ნეიტრალური 1
  1. იმედინიუსისამთავრობოკახა კალაძე: რეაბილიტირებულ რუსთაველის გამზირზე ახალი სატრანსპორტო სქემა ამოქმედდება, რაც ავტომობილების გადაადგილებას გაამარტივებს
  2. რუსთავი 2სამთავრობოკახა კალაძე: რეაბილიტირებულ რუსთაველის გამზირზე ახალი სატრანსპორტო სქემა ამოქმედდება, რაც ავტომობილების გადაადგილებას გაამარტივებს
  3. პირველი არხისამთავრობოკახა კალაძე – რეაბილიტირებულ რუსთაველის გამზირზე ახალი სატრანსპორტო სქემა ამოქმედდება, რაც ავტომობილების გადაადგილებას გაამარტივებს
  4. BM.GEოპოზიციურირუსთაველის გამზირზე სატრანსპორტო სქემა იცვლება | კალაძის განცხადებით, ავტომობილების გადაადგილება გამარტივდება
  5. ინტერპრესნიუსინეიტრალურირუსთაველის გამზირზე ახალი სატრანსპორტო სქემა ამოქმედდება - მთაწმინდაზე მიმავალ მძღოლებს აღარ მოუწევთ გამზირის ტრანზიტულად გავლა და ზეთისხილის ხესთან მოტრიალება - მთაწმინდის ქუჩებზე ასვლა შესაძლებელი იქნება სანაპიროდან და პირიქით
  6. ნეტგაზეთიოპოზიციურიმერია მთაწმინდაზე მანქანების გადაადგილების წესებს ცვლის, რამაც რუსთაველი უნდა განტვირთოს
მასალის შესახებპირველწყარო: BM.GE ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
კახა კალაძე - რუსთაველის გამზირის რეაბილიტაცია დასასრულს უახლოვდება და სულ მალე ქვეყნის მთავარი გამზირი განახლებული სახით დაუბრუნდება ჩვენს მოქალაქეებსწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები