პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება

დედის ცნობით, გიორგი ჩიკვაიძის საქმეზე დამატებით მოძიებული მასალა ევროსასამართლომ წარმოებაში მიიღო

საქართველოს პროკურატურა

დაკავებული ბიზნესმენის, გიორგი ჩიკვაიძის დედის, ეკა წერეთლის ცნობით, სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლომ მათი უფლებადამცველების მიერ დამატებით მოძიებული მასალა საქმეს დაურთო და აღკვეთის ღონისძიების კანონიერებას განიხილავს.

დედის ცნობით, გიორგი ჩიკვაიძის საქმეზე დამატებით მოძიებული მასალა ევროსასამართლომ წარმოებაში მიიღო
ალია

გიორგი ჩიკვაიძის საქმე ევროსასამართლომ წარმოებაში მიიღო – ინფორმაცია დაკავებული ბიზნესმენის დედამ, ეკა წერეთელმა რამდენიმე საათის წინ გაავრცალა.

ირკვევა, რომ სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლო დაკავებულის აღკვეთი ღონისძიების კანონიერებას განიხილავს.

რამოდენიმე საათის წინ მივიღეთ დამადასტურებელი საბუთი სტრასბურგიდან… იმის შესახებ, რომ ჩვენი უფლებადამცველების მიერ დამატებით მოძიებული და გადაგზავნილი მასალა დაერთვება ჩვენს ძირითად საქმეს და შინაარსი მიღებული იქნება მხედველობაში.

კიდევ ერთხელ მადლობა თქვენ.

ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი”- წერს წერეთელი.

ბიზნესმენ გიორგი ჩიკვაიძეს პროკურატურა დიდი ოდენობით თანხის მითვისებას ედავება (საქმეზე ასევე ბრალდებულია მისი ბიზნესპარტნიორი ირაკლი პაპიაშვილი).

ბრალდება დიდი ოდენობით თანხების მითვისებას უკავშირდება (რაც 7-დან 11 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს). თავად ჩიკვაიძე და მისი მხარდამჭერები საქმეს პოლიტიკურად მოტივირებულად აფასებენ და მიიჩნევენ, რომ რეალურად საქმე ზეწოლას უკავშირდება.

ჩიკვაიძე სასამართლო დარბაზში 2025 წლის 11 მარტს დააპატიმრეს. 2025 წლის 7 მაისს სასამართლომ მას 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

მასალის შესახებპირველწყარო: ალია ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
კალაძე მეტროს ტენდერიდან 41 მილიონის მითვისების საქმეზე: დაუსჯელი არავინ დარჩებაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები