J.P. Morgan-ის წარმომადგენელი: მოხარულნი ვართ, რომ რეგიონული მმართველების პირველი მრგვალი მაგიდა თბილისში იმართება სებ-თან თანამშრომლობით
თბილისში, საქართველოს ეროვნული ბანკისა და J.P. Morgan-ის თანაორგანიზებით, რეგიონის ცენტრალური ბანკების პრეზიდენტების პირველი მრგვალი მაგიდის შეხვედრა გაიმართა. J.P. Morgan-ის საჯარო სექტორთან ურთიერთობის ხელმძღვანელმა ევროპაში ნიკოლას სტინბერგენმა თბილისის მასპინძლობა დადებითად შეაფასა და აღნიშნა, რომ თანამშრომლობის გაგრძელება და შეხვედრების ყოველწლიურ ტრადიციად ქცევა სურთ. ღონისძიებაში 15-მდე ქვეყნის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

"მოხარულნი ვართ, რომ ვიმყოფებით თბილისში, რეგიონული მმართველების პირველ მრგვალ მაგიდაზე. ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც მთელ რეგიონს ერთად ვკრებთ. თბილისი საოცარი მასპინძელი ქალაქია ამ ღონისძიების დასაწყებად", - ამის შესახებ J.P. Morgan-ის საჯარო სექტორთან ურთიერთობის ხელმძღვანელმა ევროპაში ნიკოლას სტინბერგენმა ეროვნული ბანკისა და J.P. Morgan-ის თანაორგანიზებით გამართულ რეგიონის ცენტრალური ბანკების პრეზიდენტების მრგვალი მაგიდის შეხვედრაზე განაცხადა.
J.P. Morgan-ის წარმომადგენლის განცხადებით, საქართველოს ეროვნულ ბანკთან თანამშრომლობის გაგრძელება და მსგავსი შეხვედრების ყოველწლიურ ტრადიციად ქცევა სურთ.
"საქართველოს ეროვნული ბანკი საოცარი მასპინძელი და პარტნიორია. ვიმედოვნებთ, რომ შევძლებთ ამის გაგრძელებას, რათა მომავალში ეს ყოველწლიურ ტრადიციად ვაქციოთ", - განაცხადა მან.
საქართველოს ეროვნული ბანკისა და J.P. Morgan-ის თანაორგანიზებით, თბილისში რეგიონის ცენტრალური ბანკების პრეზიდენტების მრგვალი მაგიდის შეხვედრაში 15-მდე ქვეყნის, მათ შორის პოლონეთის, უნგრეთის, სომხეთის, აზერბაიჯანის, მოლდოვას, თურქეთის, ბოსნია და ჰერცეგოვინისა და სხვა ქვეყნების ცენტრალური ბანკების პრეზიდენტები, ვიცე-პრეზიდენტები და სხვა მაღალი რანგის წარმომადგენლები, ასევე J.P. Morgan-ის, მსოფლიო ბანკისა და აზიის განვითარების ბანკის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…