ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიპოლიტიკასტატია

მარიამ ქვრივიშვილი ჩინეთის ტრანსპორტის მინისტრს შეხვდა

ეკონომიკის სამინისტრო

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ მარიამ ქვრივიშვილმა ჩინეთის ტრანსპორტის მინისტრ ლიუ ვეისთან შეხვედრა გამართა. მხარეებმა განიხილეს სატრანსპორტო და ლოგისტიკური თანამშრომლობა, მათ შორის ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის პროექტი, შუა დერეფნის განვითარება, რკინიგზის მოდერნიზაცია და ორ ქვეყანას შორის პირდაპირი საჰაერო ფრენების გაფართოების შესაძლებლობები.

მარიამ ქვრივიშვილი ჩინეთის ტრანსპორტის მინისტრს შეხვდა
მარიამ ქვრივიშვილი ჩინეთის ტრანსპორტის მინისტრს შეხვდაპირველი არხი

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ტრანსპორტის მინისტრს, ლიუ ვეის შეხვდა.

შეხვედრაზე ტრანსპორტის სფეროში ეფექტიანი კოორდინაციისთვის ერთობლივი სამუშაო ჯგუფის შექმნის შესაძლებლობაზე იმსჯელეს, რომელიც სარკინიგზო, საზღვაო, საავტომობილო და სამოქალაქო ავიაციის მიმართულებების შესაბამის უწყებებსა და ორგანიზაციებს გააერთიანებს.

განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ანაკლიის ღრმაწყლოვან ნავსადგურზე, როგორც შუა დერეფნის ერთ-ერთ საკვანძო ინფრასტრუქტურულ პროექტზე. აღინიშნა, რომ ამ ეტაპზე ანაკლიაში აქტიური სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს. ასევე ხაზი გაესვა, რომ 2032 წლამდე პრიორიტეტული ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის დაახლოებით 7 მილიარდი აშშ დოლარია გათვალისწინებული. საქართველოს მიზანი საზღვაო და სარკინიგზო ქსელების გამტარუნარიანობის გაორმაგება, ხოლო ქვეყნის აეროპორტების ინფრასტრუქტურის ჯამური გამტარუნარიანობის გასამმაგებაა. აქცენტი გაკეთდა რკინიგზის მოდერნიზაციის პროექტზე და მოძრავი შემადგენლობის მასშტაბურ განახლებაზე.

მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და ჩინეთს შორის პირდაპირი საჰაერო კავშირების გაფართოების პერსპექტივები. მათ შორის, საუბარი შეეხო თბილისი-პეკინისა და თბილისი-კუანგჭოუს პირდაპირი მიმართულებების განვითარების შესაძლებლობებს. პირდაპირი საჰაერო კავშირების შემდგომი განვითარების ხელშეწყობის მიზნით, მხარეები შეთანხმდნენ, რომ საქართველოსა და ჩინეთის სამოქალაქო ავიაციის შესაბამის უწყებებს შორის თანამშრომლობა გაგრძელდება.

შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო შუა დერეფნის შემდგომ განვითარებას, მისი ეფექტიანობისა და კონკურენტუნარიანობის ზრდას. ამ კონტექსტში ხაზი გაესვა პეკინში, გლობალური მდგრადი ტრანსპორტის ფორუმის ფარგლებში მიღებულ ერთობლივ ინიციატივას ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის გამტარუნარიანობის, საიმედოობის, ეფექტიანობისა და კონკურენტუნარიანობის გაუმჯობესების ხელშეწყობის შესახებ, რომელიც ითვალისწინებს მონაწილე ქვეყნებს შორის თანამშრომლობის სხვადასხვა მიმართულებით გაძლიერებას.

ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.

მასალის შესახებპირველწყარო: პირველი არხი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.