პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება

Fox News: უკრაინის ყოფილი გენერალური პროკურორი პრეზიდენტის ოფისს გამოძიებაში ჩარევაში ადანაშაულებს და ამტკიცებს, რომ პრეზიდენტის ოფისმა NABU-ს დირექტორის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტა დაავალა

უკრაინის ყოფილი გენპროკურორი რუსლან კრავჩენკო პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ოფისს გამოძიებაში ჩარევასა და NABU-ს დირექტორის, სემიონ კრივონოსის საქმის დახურვის დავალებაში ადანაშაულებს.

Fox News: უკრაინის ყოფილი გენერალური პროკურორი პრეზიდენტის ოფისს გამოძიებაში ჩარევაში ადანაშაულებს და ამტკიცებს, რომ პრეზიდენტის ოფისმა NABU-ს დირექტორის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტა დაავალა
POSTV

უკრაინის ყოფილმა გენერალურმა პროკურორმა, რუსლან კრავჩენკომ ტელეკომპანია Fox News-თან ინტერვიუში, პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ადმინისტრაცია სისხლის სამართლის გამოძიებაში მიზანმიმართულ ჩარევაში დაადანაშაულა.

ბრალდება მას შემდეგ გაჟღერდა, რაც სექტემბერში პრეზიდენტმა მისი თანამდებობიდან გადაყენება მოითხოვა.

მედიასთან ვრცელ ინტერვიუში რუსლან კრავჩენკომ განაცხადა, რომ ზელენსკის გადაწყვეტილება მისი გათავისუფლების შესახებ უკრაინის ეროვნული ანტიკორუფციული ბიუროსა (NABU) და სპეციალიზებული ანტიკორუფციული პროკურატურის (SAPO) ზეწოლით იყო მიღებული.

მისი თქმით, მისი უწყება სწორედ ამ ორგანოების მაღალჩინოსნების საქმიანობას იძიებდა.

“გადადგომის შესახებ განცხადებაზე ხელმოწერა ჩემი იყო, გადაწყვეტილება კი – მისი”, – განაცხადა კრავჩენკომ. “ხელების შესაკრავად საჭირო არ არის თავად პრეზიდენტს დაადო ბორკილები; საკმარისია საფრთხე შეუქმნა იმ ადამიანებს, ვისაც ის ეყრდნობა”.

როგორც გამოცემა წერს, კრავჩენკოს ყველაზე მნიშვნელოვანი ბრალდება შემდგომ განვითარებულ მოვლენებს ეხება.

იგი ამტკიცებს, რომ პრეზიდენტის ოფისმა პროკურორებს დაავალა, დაეხურათ სისხლის სამართლის საქმე NABU-ს დირექტორის, სემიონ კრივონოსის წინააღმდეგ.

“პრეზიდენტის ოფისმა დაიწყო მითითებების გაცემა გენერალური პროკურატურისთვის, რომ დაუყოვნებლივ დაეხურათ სისხლის სამართლის საქმე NABU-ს ხელმძღვანელის წინააღმდეგ“, – აღნიშნა მან. – “ჩემი შეფასებით, ეს გამოძიებაში განზრახ ჩარევას უტოლდება”.

“დანაშაულების გამოძიების უფლებამოსილება იქცევა შესაძლებლობად, განსაზღვრო სამთავრობო პოლიტიკა და გეოპოლიტიკაც კი“, – ამტკიცებს კრავჩენკო.

კრავჩენკოს არ დაუსახელებია კონკრეტული პირი, ვინც მისი თქმით ეს მითითებები გასცა, და მედიისთვის არც შესაბამისი მასალები წარუდგენია.

კრავჩენკოს წასვლას წინ უძღოდა სექტემბრის გამოძიება, სახელწოდებით „ოპერაცია კართაგენი“, რომლის ფარგლებშიც NABU-მ და SAPO-მ გენერალურ პროკურატურასთან დაკავშირებული პირები თაღლითური ქოლცენტრების მფარველობასა და დანაშაულებრივი გზით მიღებული შემოსავლების გათეთრებაში დაადანაშაულეს.

The Guardian-ის 8 სექტემბრის სტატიის თანახმად, გამოძიება ეხებოდა თაღლითურ ქოლცენტრებს, რომელთა თანამშრომლებიც ბანკების, პოლიციის ოფიცრებისა და საინვესტიციო კონსულტანტების სახელით მოქმედებდნენ, რათა უკრაინაში, რუსეთსა და ევროპაში მცხოვრები მოქალაქეებისთვის თანხები მოეპარათ.

NABU-ს მტკიცებით, გენერალური პროკურატურის მაღალჩინოსანი ამ საქმიანობას მფარველობდა და ფულის გათეთრებაში ეხმარებოდა.

კრავჩენკო, რომლისთვისაც ამ გამოძიების ფარგლებში ბრალი არ წაუყენებიათ, რაიმე სახის დანაშაულს უარყოფს და მისი უწყების მიმართ წაყენებულ ბრალდებებს არ ეთანხმება.

მისი მტკიცებით, ეს ოპერაცია მიზნად ისახავდა ანტიკორუფციული უწყებების თანამშრომელთა გადაცდომების შესახებ საგამოძიებო მასალების ამოღებას და მისთვის ამ საქმეების გამოძიებაში ხელის შეშლას.

მისი თქმით, თავდაპირველად გადადგომაზე უარი თქვა, თუმცა პოზიცია 7 სექტემბერს ზელენსკისთან გამართული შეხვედრის შემდეგ შეიცვალა, რომელსაც, კრავჩენკოს ინფორმაციით, პრეზიდენტის საპარლამენტო ფრაქციის ლიდერი დავით არახამიაც ესწრებოდა.

“როდესაც პრეზიდენტს შენი გადადგომა სურს და გვერდით უზის საპარლამენტო ფრაქციის ლიდერი, რომელიც უმრავლესობას ფლობს, დამერწმუნეთ: გენერალური პროკურორის სამოქმედო სივრცე უკიდურესად შეზღუდულია“, – აღნიშნა მან.

ზელენსკიმ საჯაროდ დაადასტურა, რომ კრავჩენკოს გადაყენება თავად მოითხოვა.

“ამ გენერალური პროკურორისთვის მხოლოდ ერთი გზა არსებობს: თანამდებობიდან გათავისუფლება. სწორედ ეს ვუთხარი მას“, – განაცხადა ზელენსკიმ.

ზელენსკიმ ასევე აღნიშნა, რომ თუ კრავჩენკო ამ გადაწყვეტილებას პოლიტიკურ ზეწოლად მიიჩნევდა, თავისუფლად შეეძლო ასე შეეფასებინა. პრეზიდენტმა მას უფლებამოსილება 14 სექტემბერს შეუჩერა, მომდევნო დღეს კი პარლამენტმა მისი გათავისუფლება დაამტკიცა.

დაპირისპირება მას შემდეგ გამწვავდა, რაც 14 სექტემბერს კრავჩენკომ განაცხადა, რომ ხელი მოაწერა კრივონოსისთვის ეჭვმიტანილის სტატუსის მინიჭების შესახებ უწყებას, რომელიც NABU-ს დირექტორად მის დანიშვნამდე პერიოდში სავარაუდო გადაცდომებს ეხებოდა.

უკრაინის გენერალურმა პროკურატურამ ამ დოკუმენტის ნამდვილობა ეჭვქვეშ დააყენა და განაცხადა, რომ კრივონოსისთვის უკრაინის კანონმდებლობის შესაბამისად ეჭვმიტანილის სტატუსი ოფიციალურად არ უცნობებიათ, ხოლო საგამოძიებო რეესტრში შესაბამისი ჩანაწერები წაშლილი იყო.

კრავჩენკო ამტკიცებს, რომ ეს ქმედებები პრეზიდენტის ადმინისტრაციის ზეწოლის შედეგად განხორციელდა.

NABU-მ და SAPO-მ კრავჩენკოს ბრალდებები უარყვეს და მათ დამოუკიდებელი ანტიკორუფციული ინსტიტუტების წინააღმდეგ მიმართული კამპანია უწოდეს.

კორუფციასთან დაკავშირებული დაპირისპირება საზოგადოების შეშფოთების ფონზე მიმდინარეობს. კიევის სოციოლოგიის საერთაშორისო ინსტიტუტის მიერ სექტემბერში ჩატარებული გამოკითხვის მიხედვით, უკრაინელების 72% ზელენსკის პოლიტიკურ პასუხისმგებლობას აკისრებს მის გარემოცვაში არსებული კორუფციის გამო.

ზელენსკის ოფისმა საკითხის გარშემო Fox News Digital-ის კითხვებს არ უპასუხა.

ყოფილი გენერალური პროკურორი კვლავ ამტკიცებს, რომ თანამდებობიდან გადაყენებამ მას ხელი შეუშალა ანტიკორუფციული უწყებების ხელმძღვანელობის წინააღმდეგ გამოძიებების გაგრძელებაში.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

4 სტატია
სამთავრობო 4
  1. რუსთავი 2სამთავრობოFox News: "ხელმოწერა ჩემი იყო, გადაწყვეტილება კი - ზელენსკის" - უკრაინის ყოფილი გენერალური პროკურორი პრეზიდენტის ოფისს გამოძიებაში ჩარევასა და საქმის დახურვის მოთხოვნაში ადანაშაულებს
  2. იმედინიუსისამთავრობოFox News: უკრაინის ყოფილი გენერალური პროკურორი ზელენსკის ადმინისტრაციას ანტიკორუფციულ გამოძიებაში ჩარევაში ადანაშაულებს
  3. რუსთავი 2სამთავრობოუკრაინის ყოფილი გენერალური პროკურორი ზელენსკის ადმინისტრაციას გამოძიებაში ჩარევაში, საგამოძიებო რეესტრიდან ჩანაწერების წაშლასა და საქმის დახურვის მოთხოვნაში ადანაშაულებს
  4. რუსთავი 2სამთავრობოპრეზიდენტის ადმინისტრაციამ გენპროკურატურას დაუწყო მითითებების მიცემა, შეეწყვიტათ სისხლის სამართლის საქმე NABU-ს ხელმძღვანელის წინააღმდეგ. ჩემი შეფასებით, ეს გამოძიებაში მიზანმიმართულ ჩარევას წარმოადგენს - რუსლან კრავჩენკო
მასალის შესახებპირველწყარო: POSTV ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
Fox News: "ხელმოწერა ჩემი იყო, გადაწყვეტილება კი - ზელენსკის" - უკრაინის ყოფილი გენერალური პროკურორი პრეზიდენტის ოფისს გამოძიებაში ჩარევასა და საქმის დახურვის მოთხოვნაში ადანაშაულებსწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები