პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება

Fox News: უკრაინის ყოფილი გენერალური პროკურორი ზელენსკის ადმინისტრაციას ანტიკორუფციულ გამოძიებაში ჩარევაში ადანაშაულებს

უკრაინის ყოფილი გენერალური პროკურორი რუსლან კრავჩენკო ვოლოდიმირ ზელენსკის ადმინისტრაციას სისხლის სამართლის საქმის გამოძიებაში ჩარევასა და პროკურორებისთვის ანტიკორუფციული ბიუროს დირექტორის საქმის დახურვის დავალებაში ადანაშაულებს.

Fox News: უკრაინის ყოფილი გენერალური პროკურორი ზელენსკის ადმინისტრაციას ანტიკორუფციულ გამოძიებაში ჩარევაში ადანაშაულებს
იმედინიუსი

უკრაინის ყოფილი გენერალური პროკურორი პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ადმინისტრაციას სისხლის სამართლის გამოძიებაში ჩარევაში ადანაშაულებს.

Fox News-თან ვრცელ ინტერვიუში რუსლან კრავჩენკომ განაცხადა, რომ ზელენსკის გადაწყვეტილება მისი თანამდებობიდან გადაყენების შესახებ უკრაინის ეროვნული ანტიკორუფციული ბიუროსა და სპეციალიზებული ანტიკორუფციული პროკურატურის ზეწოლის შედეგად იქნა მიღებული, რომელთა თანამშრომლების საქმიანობასაც, მისი თქმით, სწორედ მისი უწყება იძიებდა.

„გადადგომის შესახებ განცხადებაზე ხელმოწერა ჩემი იყო, გადაწყვეტილება კი - მისი“, - განაცხადა კრავჩენკომ. „აუცილებელი არ არის, თავად პრეზიდენტს დაადო ბორკილები, რომ მას ხელ-ფეხი შეუკრა. საკმარისია, საფრთხის ქვეშ დააყენო ის ადამიანები, რომლებსაც ის ეყრდნობა“.

კრავჩენკოს ყველაზე სერიოზული ბრალდება იმას ეხება, რაც ამის შემდეგ მოხდა. იგი ირწმუნება, რომ პრეზიდენტის ოფისმა პროკურორებს დაავალა, შეეწყვიტათ სისხლის სამართლის საქმე, რომელიც ანტიკორუფციული ბიუროს დირექტორს, სემენ კრივონოსს ეხებოდა.

„პრეზიდენტის ოფისმა გენერალური პროკურატურისთვის მითითებების გაცემა დაიწყო, რათა ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელის წინააღმდეგ აღძრული სისხლის სამართლის საქმე დაუყოვნებლივ დაეხურათ“, - განაცხადა მან. „ჩემი შეფასებით, ეს გამოძიებაში მიზანმიმართულ ჩარევას უტოლდება“.

„დანაშაულების გამოძიების უფლებამოსილება სამთავრობო პოლიტიკისა და თვით გეოპოლიტიკის განსაზღვრის შესაძლებლობად იქცევა“, - აღნიშნა მან.

მან აღნიშნა, რომ თავდაპირველად გადადგომაზე უარი განაცხადა, თუმცა პოზიცია 7 სექტემბერს ზელენსკისთან გამართული შეხვედრის შემდეგ შეიცვალა, რომელსაც, კრავჩენკოს თქმით, პრეზიდენტის საპარლამენტო ფრაქციის ლიდერი, დავით არახამიაც ესწრებოდა.

„როდესაც პრეზიდენტს შენი გადადგომა სურს და მის გვერდით მისი საპარლამენტო ფრაქციის ლიდერი ზის, რომელიც უმრავლესობას ფლობს, დამიჯერეთ, გენერალური პროკურორის მანევრირების სივრცე უკიდურესად შეზღუდულია“, - განაცხადა მან.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

4 სტატია
სამთავრობო 4
  1. რუსთავი 2სამთავრობოFox News: "ხელმოწერა ჩემი იყო, გადაწყვეტილება კი - ზელენსკის" - უკრაინის ყოფილი გენერალური პროკურორი პრეზიდენტის ოფისს გამოძიებაში ჩარევასა და საქმის დახურვის მოთხოვნაში ადანაშაულებს
  2. POSTVსამთავრობოFox News: უკრაინის ყოფილი გენერალური პროკურორი პრეზიდენტის ოფისს გამოძიებაში ჩარევაში ადანაშაულებს და ამტკიცებს, რომ პრეზიდენტის ოფისმა NABU-ს დირექტორის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტა დაავალა
  3. რუსთავი 2სამთავრობოუკრაინის ყოფილი გენერალური პროკურორი ზელენსკის ადმინისტრაციას გამოძიებაში ჩარევაში, საგამოძიებო რეესტრიდან ჩანაწერების წაშლასა და საქმის დახურვის მოთხოვნაში ადანაშაულებს
  4. რუსთავი 2სამთავრობოპრეზიდენტის ადმინისტრაციამ გენპროკურატურას დაუწყო მითითებების მიცემა, შეეწყვიტათ სისხლის სამართლის საქმე NABU-ს ხელმძღვანელის წინააღმდეგ. ჩემი შეფასებით, ეს გამოძიებაში მიზანმიმართულ ჩარევას წარმოადგენს - რუსლან კრავჩენკო
მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
Fox News: "ხელმოწერა ჩემი იყო, გადაწყვეტილება კი - ზელენსკის" - უკრაინის ყოფილი გენერალური პროკურორი პრეზიდენტის ოფისს გამოძიებაში ჩარევასა და საქმის დახურვის მოთხოვნაში ადანაშაულებსწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები