ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარისაზოგადოებასტატია

“რა უბედურება ტრიალებს, თითქმის ყოველდღიურად მირეკავენ და მეუბნებიან ახალ შემთხვევებზე – რამდენიმე სიკვდილითაც დასრულდაო“ – ნარკოლოგი

ნარკოლოგი და პარტია „ფედერალისტების“ წევრი ზურაბ სიხარულიძე სოციალურ ქსელში წერს, რომ ქვეყანაში სავარაუდოდ ძლიერი სინთეზური ოპიოიდებია შემოტანილი, რამაც ბოლო დღეებში ზედოზირების მძიმე და ფატალური შემთხვევები გამოიწვია. ის საზოგადოებასა და ექსპერტებს სიფრთხილისკენ და სისტემური ტოქსიკოლოგიური კვლევების ჩატარებისკენ მოუწოდებს.

“რა უბედურება ტრიალებს, თითქმის ყოველდღიურად მირეკავენ და მეუბნებიან ახალ შემთხვევებზე – რამდენიმე სიკვდილითაც დასრულდაო“ – ნარკოლოგი
“რა უბედურება ტრიალებს, თითქმის ყოველდღიურად მირეკავენ და მეუბნებიან ახალ შემთხვევებზე – რამდენიმე სიკვდილითაც დასრულდაო“ – ნარკოლოგიალია

ნარ­კო­ლო­გი და პარ­ტია “ფე­დე­რა­ლის­ტე­ბის” წევ­რი ზუ­რაბ სი­ხა­რუ­ლი­ძე სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში სა­გან­გა­შო ფაქ­ტე­ბის შე­სა­ხებ წერს, რო­მე­ლიც მას ბოლო ერთი კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში ეს­მის.

სი­ხა­რუ­ლი­ძის თქმით, სა­ვა­რა­უ­დოდ ქვე­ყა­ნა­ში ძლი­ე­რი სინ­თე­ზუ­რი ოპი­ო­ი­დე­ბია შე­მო­ტა­ნი­ლი, რო­მე­ლიც ფა­ტა­ლურ შემ­თხვე­ვებს იწ­ვევს და ყვე­ლას სიფრ­თხი­ლის­კენ მო­უ­წო­დებს.

“არ ვიცი, რა უბე­დუ­რე­ბა ტრი­ა­ლებს ბოლო ერთი კვი­რაა, მაგ­რამ ფაქ­ტია, რომ თით­ქმის ყო­ველ­დღი­უ­რად მი­რე­კა­ვენ და მე­უბ­ნე­ბი­ან ზე­დო­ზი­რე­ბის ახალ შემ­თხვე­ვებ­ზე. სამ­წუ­ხა­როდ, რამ­დე­ნი­მე შემ­თხვე­ვა, რო­გორც მე­უბ­ნე­ბი­ან, სიკ­ვდი­ლი­თაც დას­რულ­და.

ყვე­ლა­ზე შე­მაშ­ფო­თე­ბე­ლი ის არის, რომ ზო­გი­ერ­თი შემ­თხვე­ვის კლი­ნი­კუ­რი სუ­რა­თი მა­ფიქ­რე­ბი­ნებს ძლი­ერ სინ­თე­ზურ ოპი­ო­ი­დებ­ზე.

შე­საძ­ლოა ნარ­კო­ტი­კულ ბა­ზარ­ზე კვლავ გა­მოჩ­ნდა ფენ­ტა­ნი­ლი ან მისი ძა­ლი­ან ძლი­ე­რი ანა­ლო­გე­ბი, მათ შო­რის კარ­ფენ­ტა­ნი­ლი, ან შე­საძ­ლოა გავ­რცელ­და ნი­ტა­ზე­ნე­ბის ჯგუ­ფის სინ­თე­ზუ­რი ოპი­ო­ი­დე­ბი. ნი­ტა­ზე­ნე­ბის ზო­გი­ერ­თი წარ­მო­მად­გე­ნე­ლი ძა­ლი­ან ძლი­ე­რია და და­კავ­ში­რე­ბუ­ლია მძი­მე და ფა­ტა­ლურ ზე­დო­ზი­რე­ბებ­თან. მათი აღ­მო­ჩე­ნა ჩვე­უ­ლებ­რივ ტოქ­სი­კო­ლო­გი­ურ ტეს­ტებ­ში ყო­ველ­თვის მარ­ტი­ვი არ არის.

მაგ­რამ ეს ჯერ მხო­ლოდ სა­ვა­რა­უ­დო მი­ზე­ზე­ბია – სა­ბო­ლოო პა­სუ­ხი ტოქ­სი­კო­ლო­გი­ურ­მა კვლე­ვამ უნდა გას­ცეს.

ამი­ტომ სას­წრა­ფოდ უნდა გვი­თხრან ექ­სპერ­ტებ­მა – რა ნივ­თი­ე­რე­ბე­ბი ტრი­ა­ლებს ახლა სა­ქარ­თვე­ლო­ში?

უნდა ჩა­ტარ­დეს ზე­დო­ზი­რე­ბის შემ­თხვე­ვე­ბის სის­ტე­მუ­რი ტოქ­სი­კო­ლო­გი­უ­რი კვლე­ვა და სა­ზო­გა­დო­ე­ბას დრო­უ­ლად მი­ე­წო­დოს ინ­ფორ­მა­ცია:

რა ნივ­თი­ე­რე­ბე­ბი აღ­მოჩ­ნდა მძი­მე ზე­დო­ზი­რე­ბის შემ­თხვე­ვებ­ში;

რა ნივ­თი­ე­რე­ბე­ბი აღ­მოჩ­ნდა გარ­დაც­ვლილ­თა ნი­მუ­შებ­ში;

არის თუ არა აღ­მო­ჩე­ნი­ლი ფენ­ტა­ნი­ლი, კარ­ფენ­ტა­ნი­ლი ან ნი­ტა­ზე­ნე­ბის ჯგუ­ფის სინ­თე­ზუ­რი ოპი­ო­ი­დე­ბი;

ხომ არ არის საქ­მე სხვა ახა­ლი ფსი­ქო­აქ­ტი­უ­რი ნივ­თი­ე­რე­ბის გავ­რცე­ლე­ბას­თან;

არის თუ არა ერთი და იგი­ვე ნივ­თი­ე­რე­ბა აღ­მო­ჩე­ნი­ლი სხვა­დას­ხვა ქა­ლაქ­სა და სხვა­დას­ხვა შემ­თხვე­ვებ­ში.

სას­წრა­ფოდ უნდა ვი­ცო­დეთ, რა ხდე­ბა ქვე­ყა­ნა­ში. არ შე­იძ­ლე­ბა ყო­ველ­დღი­უ­რად გვქონ­დეს ახა­ლი ზე­დო­ზი­რე­ბის შემ­თხვე­ვე­ბი და სა­ზო­გა­დო­ე­ბამ არ იცო­დეს, რა ნივ­თი­ე­რე­ბას­თან გვაქვს საქ­მე.

თუ ეჭვი გაქვთ ოპი­ო­ი­დურ ზე­დო­ზი­რე­ბა­ზე:

თუ ადა­მი­ანს ვერ აღ­ვი­ძებთ, სუნ­თქავს ძა­ლი­ან ნელა ან ზე­და­პი­რუ­ლად, აქვს ხვრინ­ვის/გურ­გუ­ლის მსგავ­სი ხმე­ბი, ტუ­ჩე­ბი ან ფრჩხი­ლე­ბი ულურ­ჯდე­ბა — მო­ი­ქე­ცით ისე, რო­გორც ზე­დო­ზი­რე­ბის დროს.

და­უ­ყოვ­ნებ­ლივ და­რე­კეთ 112-ზე.

თუ გაქვთ ნა­ლო­ქ­სო­ნი გა­მო­ი­ყე­ნეთ და­უ­ყოვ­ნებ­ლივ.

ძლი­ე­რი სინ­თე­ზუ­რი ოპი­ო­ი­დე­ბის შემ­თხვე­ვა­ში ერ­თზე მეტი დოზა შე­იძ­ლე­ბა გახ­დეს სა­ჭი­რო.

თუ 2–3 წუთ­ში ნორ­მა­ლუ­რი სუნ­თქვა არ აღ­დგა, გა­ი­მე­ო­რეთ ნა­ლო­ქ­სო­ნი და გა­აგ­რძე­ლეთ დახ­მა­რე­ბა.

თუ ადა­მი­ა­ნი არ სუნ­თქავს ან სუნ­თქვა არა­საკ­მა­რი­სია — და­ი­წყეთ ხე­ლოვ­ნუ­რი სუნ­თქვა, თუ ამის გა­კე­თე­ბა იცით.

თუ სუნ­თქავს, მაგ­რამ უგო­ნო­დაა – და­აწ­ვი­ნეთ გვერ­დზე, რათა ღე­ბი­ნე­ბის შემ­თხვე­ვა­ში არ მოხ­დეს ას­პი­რა­ცია.

არ და­ტო­ვოთ მარ­ტო. ნა­ლო­ქ­სო­ნის მოქ­მე­დე­ბა შე­იძ­ლე­ბა დრო­ე­ბი­თი იყოს და ზე­დო­ზი­რე­ბის სიმპტო­მე­ბი დაბ­რუნ­დეს. სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბა აუ­ცი­ლე­ბე­ლია მა­ში­ნაც კი, თუ ადა­მი­ან­მა ნა­ლო­ქ­სო­ნის შემ­დეგ გა­იღ­ვი­ძა.

❗არ და­ე­ლო­დოთ იმის გარ­კვე­ვას, ფენ­ტა­ნი­ლია, კარ­ფენ­ტა­ნი­ლი, ნი­ტა­ზე­ნი თუ სხვა ნივ­თი­ე­რე­ბა. ზე­დო­ზი­რე­ბის დროს წუ­თებს მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს.

თუ ამ დღე­ებ­ში ვინ­მეს ნარ­კო­ტი­კის გა­მო­ყე­ნე­ბის შემ­დეგ უჩ­ვე­უ­ლოდ სწრა­ფად და­ე­წყო ძლი­ე­რი ძი­ლი­ა­ნო­ბა, გო­ნე­ბის და­კარ­გვა ან სუნ­თქვის შე­ნე­ლე­ბა, ეს არ უნდა ჩა­ით­ვა­ლოს უბ­რა­ლოდ „ცუ­დად გახ­დო­მად“ – ჩათ­ვა­ლეთ შე­საძ­ლო ზე­დო­ზი­რე­ბად და იმოქ­მე­დეთ და­უ­ყოვ­ნებ­ლივ.

სას­წრა­ფოდ გვი­თხა­რით – რა ნივ­თი­ე­რე­ბე­ბი ტრი­ა­ლებს დღეს სა­ქარ­თვე­ლო­ში? რამ­დე­ნი ზე­დო­ზი­რე­ბა გვაქვს და რამ­დე­ნი ადა­მი­ა­ნი გარ­და­იც­ვა­ლა?

ეს ინ­ფორ­მა­ცია არ არის და­სა­მა­ლი. ეს ინ­ფორ­მა­ცია შე­იძ­ლე­ბა ვინ­მეს სი­ცო­ცხლის ფა­სად და­უჯ­დეს,“ – წერს ზუ­რაბ სი­ხა­რუ­ლი­ძე.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„არ ვიცი, რა უბედურება ტრიალებს ბოლო ერთი კვირაა, მაგრამ ფაქტია, რომ თითქმის ყოველდღიურად მირეკავენ და მეუბნებიან ზედოზირების ახალ შემთხვევებზე. სამწუხაროდ, რამდენიმე შემთხვევა, როგორც მეუბნებიან, სიკვდილითაც დასრულდა. ყველაზე შემაშფოთებელი ის არის, რომ ზოგიერთი შემთხვევის კლინიკური სურათი მაფიქრებინებს ძლიერ სინთეზურ ოპიოიდებზე. შესაძლოა ნარკოტიკულ ბაზარზე კვლავ გამოჩნდა ფენტანილი ან მისი ძალიან ძლიერი ანალოგები, მათ შორის კარფენტანილი, ან შესაძლოა გავრცელდა ნიტაზენების ჯგუფის სინთეზური ოპიოიდები. ნიტაზენების ზოგიერთი წარმომადგენელი ძალიან ძლიერია და დაკავშირებულია მძიმე და ფატალურ ზედოზირებებთან. მათი აღმოჩენა ჩვეულებრივ ტოქსიკოლოგიურ ტესტებში ყოველთვის მარტივი არ არის. მაგრამ ეს ჯერ მხოლოდ სავარაუდო მიზეზებია – საბოლოო პასუხი ტოქსიკოლოგიურმა კვლევამ უნდა გასცეს. ამიტომ სასწრაფოდ უნდა გვითხრან ექსპერტებმა – რა ნივთიერებები ტრიალებს ახლა საქართველოში? უნდა ჩატარდეს ზედოზირების შემთხვევების სისტემური ტოქსიკოლოგიური კვლევა და საზოგადოებას დროულად მიეწოდოს ინფორმაცია: რა ნივთიერებები აღმოჩნდა მძიმე ზედოზირების შემთხვევებში; რა ნივთიერებები აღმოჩნდა გარდაცვლილთა ნიმუშებში; არის თუ არა აღმოჩენილი ფენტანილი, კარფენტანილი ან ნიტაზენების ჯგუფის სინთეზური ოპიოიდები; ხომ არ არის საქმე სხვა ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების გავრცელებასთან; არის თუ არა ერთი და იგივე ნივთიერება აღმოჩენილი სხვადასხვა ქალაქსა და სხვადასხვა შემთხვევებში. სასწრაფოდ უნდა ვიცოდეთ, რა ხდება ქვეყანაში. არ შეიძლება ყოველდღიურად გვქონდეს ახალი ზედოზირების შემთხვევები და საზოგადოებამ არ იცოდეს, რა ნივთიერებასთან გვაქვს საქმე. თუ ეჭვი გაქვთ ოპიოიდურ ზედოზირებაზე: თუ ადამიანს ვერ აღვიძებთ, სუნთქავს ძალიან ნელა ან ზედაპირულად, აქვს ხვრინვის/გურგულის მსგავსი ხმები, ტუჩები ან ფრჩხილები ულურჯდება — მოიქეცით ისე, როგორც ზედოზირების დროს. დაუყოვნებლივ დარეკეთ 112-ზე. თუ გაქვთ ნალოქსონი გამოიყენეთ დაუყოვნებლივ. ძლიერი სინთეზური ოპიოიდების შემთხვევაში ერთზე მეტი დოზა შეიძლება გახდეს საჭირო. თუ 2–3 წუთში ნორმალური სუნთქვა არ აღდგა, გაიმეორეთ ნალოქსონი და გააგრძელეთ დახმარება. თუ ადამიანი არ სუნთქავს ან სუნთქვა არასაკმარისია — დაიწყეთ ხელოვნური სუნთქვა, თუ ამის გაკეთება იცით. თუ სუნთქავს, მაგრამ უგონოდაა – დააწვინეთ გვერდზე, რათა ღებინების შემთხვევაში არ მოხდეს ასპირაცია. არ დატოვოთ მარტო. ნალოქსონის მოქმედება შეიძლება დროებითი იყოს და ზედოზირების სიმპტომები დაბრუნდეს. სასწრაფო დახმარება აუცილებელია მაშინაც კი, თუ ადამიანმა ნალოქსონის შემდეგ გაიღვიძა. ❗არ დაელოდოთ იმის გარკვევას, ფენტანილია, კარფენტანილი, ნიტაზენი თუ სხვა ნივთიერება. ზედოზირების დროს წუთებს მნიშვნელობა აქვს. თუ ამ დღეებში ვინმეს ნარკოტიკის გამოყენების შემდეგ უჩვეულოდ სწრაფად დაეწყო ძლიერი ძილიანობა, გონების დაკარგვა ან სუნთქვის შენელება, ეს არ უნდა ჩაითვალოს უბრალოდ „ცუდად გახდომად“ – ჩათვალეთ შესაძლო ზედოზირებად და იმოქმედეთ დაუყოვნებლივ. სასწრაფოდ გვითხარით – რა ნივთიერებები ტრიალებს დღეს საქართველოში? რამდენი ზედოზირება გვაქვს და რამდენი ადამიანი გარდაიცვალა? ეს ინფორმაცია არ არის დასამალი. ეს ინფორმაცია შეიძლება ვინმეს სიცოცხლის ფასად დაუჯდეს,“
ზურაბ სიხარულიძე
მასალის შესახებპირველწყარო: ალია ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.