ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ცოტნე ჩიქვინიძემ 2025-2026 წლების საქმიანობის ანგარიში წარმოადგინა

ქართული ოცნება

თბილისის საკრებულოს უმრავლესობის წევრმა, მუხიანის მაჟორიტარმა ცოტნე ჩიქვინიძემ საქმიანობის ანგარიში წარადგინა. მისი განცხადებით, ერთი წლის განმავლობაში მუხიანში განხორციელებულ ინფრასტრუქტურულ და სხვადასხვა პროექტზე ჯამში 12 მილიონამდე ლარი დაიხარჯა.

ცოტნე ჩიქვინიძემ 2025-2026 წლების საქმიანობის ანგარიში წარმოადგინა
ცოტნე ჩიქვინიძემ 2025-2026 წლების საქმიანობის ანგარიში წარმოადგინაიმედინიუსი

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს VIII მოწვევის უმრავლესობის წევრმა, გლდანი 2-ის (მუხიანი) მაჟორიტარმა ცოტნე ჩიქვინიძემ 2025-2026 წლებში გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიში წარმოადგინა.

ანგარიშის წარმოდგენას თბილისის საკრებულოს უმრავლესობის წევრები, გლდანის რაიონის მაჟორიტარები: შალვა ოგბაიძე, მიხეილ რეხვიაშვილი და ჯაბა ჯოღუა, თბილისის საკრებულოს გარემოს დაცვის კომისიის თავმჯდომარე კონსტანტინე ზარნაძე, გლდანის რაიონის გამგეობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ წევრი ცოტნე ჩიქვინიძე არის თბილისის საკრებულოს სარევიზიო და იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიების წევრი. დეპუტატის ანგარიში მოიცავდა მის საქმიანობას უმრავლესობის ფრაქციაში, კომისიებსა და სამაჟორიტარო ოლქში. საანგარიშო პერიოდის განმავლობაში ჩატარდა თბილისის საკრებულოს 18 და ბიუროს 20 სხდომა.

ცოტნე ჩიქვინიძის ერთი წლის მუშაობის ანგარიშში დეტალურად არის ასახული სამაჟორიტარო ოლქში საქმიანობა. სამაჟორიტარო ბიუროში წლის განმავლობაში იმართებოდა მოქალაქეთა მიღება და კონკრეტულ მისამართებზე მოსახლეობასთან შეხვედრები. როგორც ცოტნე ჩიქვინიძემ აღნიშნა, ერთი წლის განმავლობაში მუხიანში შესრულებულ პროექტებზე ჯამში 12 მილიონამდე ლარი დაიხარჯა. განხორციელდა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის ხელშეწყობის პროგრამა, ჩატარდა ლიფტების შესაკეთებელი სამუშაოები, წითელ ხაზებში მოქცეული შიდა წყალკანალიზაციის გაყვანილობის და სახურავების შესაკეთებელი სამუშაოები, სართულშორის ნაპრალების რეაბილიტაცია, საერთო სარგებლობის კიბეების აღდგენა და შიდა ინფრასტრუქტურული სამუშაოები. მაჟორიტარმა დეპუტატმა სოციალური პროგრამების განხორციელებასა და რეკრეაციული და სპორტული ინფრასტრუქტურის მოწყობაზე ილაპარაკა.

ცოტნე ჩიქვინიძემ საანგარიშო პერიოდის განმავლობაში, გლდანი 2-ის სამაჟორიტარო ოლქში საგზაო ინფრასტრუქტურის განახლების მიმდინარე და დასრულებულ პროექტებზე დეტალური მასალა წარმოადგინა.

როგორც მაჟორიტარმა დეპუტატმა განაცხადა, მომავალში აქტიურად გაგრძელდება მიმდინარე და დაგეგმილი პროექტების განხორციელება.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
მამუკა ხაბარელმა საკრებულოში 2025-2026 წლებში გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიში წარადგინაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები