ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

"საქართველოს მელიორაციის" კომერციული ხელმძღვანელი გურჯაანში ფერმერებს შეხვდა და სარწყავი სეზონის შედეგები შეაჯამა

შპს "საქართველოს მელიორაციის" კომერციული დირექტორი მამელი ქობალია გურჯაანში ადგილობრივ ფერმერებს შეხვდა, სარწყავი სეზონის შედეგები შეაჯამა და მორწყვის თანამედროვე, ენერგოეფექტური ტექნოლოგიების დანერგვის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

"საქართველოს მელიორაციის" კომერციული ხელმძღვანელი გურჯაანში ფერმერებს შეხვდა და სარწყავი სეზონის შედეგები შეაჯამა
"საქართველოს მელიორაციის" კომერციული ხელმძღვანელი გურჯაანში ფერმერებს შეხვდა და სარწყავი სეზონის შედეგები შეაჯამარუსთავი 2

სარწყავი სეზონის შეუფერხებლად წარმართვისა და მიღწეული შედეგების შეჯამების მიზნით, შპს "საქართველოს მელიორაცია" რეგიონებში წყალმომხმარებლებთან შეხვედრებს აგრძელებს.

ამჯერად, კომპანიის კომერციული დირექტორი მამელი ქობალია გურჯაანის მუნიციპალიტეტში ადგილობრივ ფერმერებს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა მიმდინარე სარწყავი სეზონის შედეგები შეაჯამეს, ასევე, იმსჯელეს მორწყვის თანამედროვე, ენერგოეფექტური ტექნოლოგიების დანერგვის მნიშვნელობაზე.

"სარწყავი სეზონის მიწურულს ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ადგილზე შევაფასოთ გაწეული მუშაობა და ფერმერებისგან პირადად მოვისმინოთ მოსაზრებები. გურჯაანში გამართულმა შეხვედრამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ მჭიდრო კომუნიკაცია და სერვისცენტრებთან კოორდინირებული მუშაობა იძლევა შესაძლებლობას, სარწყავი წყლის მიწოდება იყოს მაქსიმალურად ეფექტიანი. გარდა ამისა, შეხვედრების დროს ფერმერებს ვაცნობთ ინფორმაციას მორწყვის თანამედროვე ტექნოლოგიების შესახებ, რაც, წყლის რესურსის დაზოგვასთან ერთად, მოსავლიანობის გაზრდას უწყობს ხელს", - განაცხადა მამელი ქობალიამ.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„სარწყავი სეზონის მიწურულს ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ადგილზე შევაფასოთ გაწეული მუშაობა და ფერმერებისგან პირადად მოვისმინოთ მოსაზრებები. გურჯაანში გამართულმა შეხვედრამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ მჭიდრო კომუნიკაცია და სერვისცენტრებთან კოორდინირებული მუშაობა იძლევა შესაძლებლობას, სარწყავი წყლის მიწოდება იყოს მაქსიმალურად ეფექტიანი. გარდა ამისა, შეხვედრების დროს ფერმერებს ვაცნობთ ინფორმაციას მორწყვის თანამედროვე ტექნოლოგიების შესახებ, რაც, წყლის რესურსის დაზოგვასთან ერთად, მოსავლიანობის გაზრდას უწყობს ხელს“
მამელი ქობალია
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

შემდეგი ამბავი

ეკონომიკა ·
რეგიონებში სარწყავი სეზონის შედეგებს აჯამებენწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები