„მეგობრებო, თქვენი დახმარება გვჭირდება“ – ნატალია ყიფშიძე
მსახიობი ნატალია ყიფშიძე საზოგადოებას მიმართავს და გარდაცვლილი ბაბუისთვის შეძენილი სამედიცინო ინვენტარის, ეტლისა და ტანსაცმლის საჭიროების მქონე ადამიანებისთვის უსასყიდლოდ გადასაცემად ინფორმაციის გაზიარებას სთხოვს.

მსახიობი ნატალია ყიფშიძე:
„მეგობრებო, თქვენი დახმარება გვჭირდება.
როგორც იცით, 19 ნოემბერს ჩემი ბაბუა, ჩვენი ცხოვრების ძალიან მნიშვნელოვანი ადამიანი, გარდაიცვალა.
ბაბუსთვის, სანამ რეანიმაციაში იწვა, ბევრი ახალი ნივთი შევიძინეთ სამედიცინო ინვენტარი, კათეტერები, პამპერსები და სხვა საჭირო ნივთები. ასევე, გვაქვს სრულიად ახალი, ჩაუცმელი, დიდი ზომის ტანსაცმელი და მისი ეტლი.
გვინდა, ეს ყველაფერი ისეთ ადამიანებს გადავცეთ, ვისაც ნამდვილად სჭირდება და გამოადგება.
თუ იცით რაიმე ორგანიზაცია, თავშესაფარი, მოხუცთა სახლი ან ოჯახი, სადაც ამ ნივთების მიტანა შეგვიძლია, ძალიან გთხოვთ, გაგვიზიაროთ ინფორმაცია. (პამპერსები ბავშვების ზომის არის)
ყველაფერს სრულიად უსასყიდლოდ, საჩუქრად გავცემთ.
წინასწარ დიდი მადლობა ყველას დახმარებისთვის“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…