პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება

თორნიკე ჭეიშვილი თენგო თევზაძეს: მიზანი იყო დემოკრატიის პრინციპების წინააღმდეგ წასულიყავით, ამას თან სდევდა უსაფუძვლოდ, ხელოვნური გარემოებებით და საბაბით პარლამენტისა და ზოგადად კონსტიტუციური ორგანოების ლეგიტიმურობის არაღიარება

საქართველოს პარლამენტი

თორნიკე ჭეიშვილის განცხადებით, ოპოზიციის მიზანი დემოკრატიის პრინციპების წინააღმდეგ წასვლა და პარლამენტისა თუ სხვა კონსტიტუციური ორგანოების ლეგიტიმურობის უსაფუძვლოდ არაღიარება იყო.

თორნიკე ჭეიშვილი თენგო თევზაძეს: მიზანი იყო დემოკრატიის პრინციპების წინააღმდეგ წასულიყავით, ამას თან სდევდა უსაფუძვლოდ, ხელოვნური გარემოებებით და საბაბით პარლამენტისა და ზოგადად კონსტიტუციური ორგანოების ლეგიტიმურობის არაღიარება
რუსთავი 2

როდესაც ვსაუბრობთ დესტრუქციული მანდატის შესახებ და დესტრუქციულ უარზე მანდატთან დაკავშირებით, აქ არის პირველ ყოვლისა, შინაარსობრივი კომპონენტი მნიშვნელოვანი. აქ არის მნიშვნელოვანი, რა მიზნით ხდება და რა გარემოებით არის ნაკარნახები, რომ კონკრეტული პოლიტიკური ძალები, გააჩნია, რა ვითარებაა, ორგანიზებულად და ერთობლივად მიმართავენ ამ ზომას, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, თორნიკე ჭეიშვილმა.

ჭეიშვილის თქმით, საუბარია არა იმაზე, პროცედურა იქნა დაცული თუ პირიქით, არამედ, თუ რა იყო ამ ინსტრუმენტის გამოყენების მიზანი, როდესაც საზოგადოებისგან მიღებული დემოკრატიული მანდატის ფონზე, ორგანიზებულად და ერთობლივად მოხდა, არა მხოლოდ შესაბამისი სიიდან პარლამენტში გასულების, არამედ მთელი სიების ჩახსნა.

"იმაზე კი არ არის ლაპარაკი, რომ პროცედურა იქნა დაცული თუ პირიქით, აქ იმაზეა ლაპარაკი, მიზანი რა იყო იმისა, რომ აღნიშნული ინსტრუმენტი იქნა გამოყენებული თქვენი მხრიდან. მიზანი იყო დემოკრატიის პრინციპების წინააღმდეგ წასულიყავით. დემოკრატიული მანდატი, რომელიც თქვენ საზოგადოებისგან მიიღეთ, ფაქტობრივად, ასეთი ორგანიზებული ფორმით, ერთობლივად, არამარტო იმის, ვინც გასული იყო შესაბამისი სიიდან პარლამენტში, არამედ მთელი სიების ჩახსნა მოხდა. ამას თან სდევდა უსაფუძვლოდ, ხელოვნური გარემოებებით და საბაბით პარლამენტის ლეგიტიმურობის არაღიარება, ზოგადად, კონსტიტუციური ორგანოების ლეგიტიმურობის არაღიარება.“- განაცხადა თორნიკე ჭეიშვილმა.

მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
თორნიკე ჭეიშვილი: „თავდაცვისუნარიანი დემოკრატიის კონცეფცია გადააზღვევს შემთხვევებს, როდესაც ბოროტად შეიძლება იყოს გამოყენებული მოპოვებული დემოკრატიული მანდატი. სწორედ დემოკრატიის პრინციპთან და კონსტიტუციურ წყობილებასთან მოდის აშკარა კონფლიქტში ის განცხადებები, ქმედებები და, რაც მთავარია, მიზნები, რაც დაფიქსირდა“წაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები