,, საკუთარი ერის ამომჟლეტ პუტინს ცოცხლად არ დამარხავენ რუსები?” – ნიკა გვარამია
ნიკა გვარამია აცხადებს, რომ რუსეთმა უკრაინასთან ომში 720 000 ადამიანი დაკარგა და სვამს კითხვას, ხომ არ დამარხავენ რუსები „საკუთარი ერის ამომჟლეტ პუტინს ცოცხლად“.

,,ახალის” დამფუძნებელი, ნიკა გვარამია:
,,ყველაზე სანდო და კონსერვატიული დათვლით, უკრაინასთან ომის არასრულ ხუთ წელიწადში რუსეთმა დაკარგა 720.000 ადამიანი.
ვიმეორებ, ყველაზე სანდო და კონსერვატიული დათვლით: მხოლოდ ყველა დადასტურებული სიკვდილის ფაქტის ან უგზო-უკვლოდ დიდი ხნის განმავლობაში დაკარგვის გათვალისწინებით.
და საკუთარი ერის ამომჟლეტ პუტინს ცოცხლად არ დამარხავენ რუსები? ვისაც ეგრე გონია, არ ცოდნია: საკუთარ მმართველებზე შურისძიება არსად ისე დაუნდობლად და საშინელი ფორმით არ იციან, როგორ რუსეთში. რაც უფრო მეტს და დიდ ხანს უთმენენ, მით უფრო დაუნდობლად და საშინლად უსწორებენ ანგარიშს.“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…