პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება

მედია: ახალი შეფასების თანახმად, უკრაინის წინააღმდეგ წარმოებულ ომში 700 000-ზე მეტი რუსი ჯარისკაცი დაიღუპა

დამოუკიდებელი რუსული გამოცემების, „მედუზასა“ და „მედიაზონას“ ახალი შეფასებით, უკრაინის წინააღმდეგ ომში 700 000-ზე მეტი რუსი ჯარისკაცი დაიღუპა. ანალიზი ჰაკერების მიერ რუსეთის სახელმწიფო სამსახურებიდან მოპოვებულ მონაცემებს ეყრდნობა.

მედია: ახალი შეფასების თანახმად, უკრაინის წინააღმდეგ წარმოებულ ომში 700 000-ზე მეტი რუსი ჯარისკაცი დაიღუპა
იმედინიუსი

ახალი შეფასების თანახმად, უკრაინის წინააღმდეგ წარმოებულ ომში 700 000-ზე მეტი რუსი ჯარისკაცი დაიღუპა.

განახლებული სტატისტიკა ემიგრაციაში მყოფმა დამოუკიდებელმა რუსულმა გამოცემებმა - „მედუზამ“ და „მედიაზონამ“ გამოითვალეს. ანალიზი ეფუძნება ვრცელ მონაცემთა ბაზას, რომელიც ორმა პროუკრაინულმა ჰაკერულმა დაჯგუფებამ - „ბელარუსის კიბერპარტიზანებმა“ და Silent Crow-მ - რუსეთის სტატისტიკის სახელმწიფო სამსახურიდან მოიპოვა და მედიას ბოლო კვირების განმავლობაში გადასცა.

ახალი შეფასება მკვეთრად აღემატება რუსეთის სამხედრო დანაკარგების შესახებ აქამდე არსებულ ვარაუდებს. კრემლი ამ ინფორმაციას საკუთარი მოსახლეობისგან მკაცრად ასაიდუმლოებს, რის გამოც რუსეთის მოქალაქეების დიდ ნაწილს ფრონტზე არსებული მსხვერპლის რეალურ მასშტაბზე მხოლოდ ზედაპირული წარმოდგენა აქვს.

პუტინი უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიან ომს უკვე თითქმის ხუთი წელია აწარმოებს და მის დასრულებას, როგორც ჩანს, უახლოეს მომავალში არ გეგმავს.

წლების განმავლობაში „მედუზა“ და „მედიაზონა“ ომში დაღუპულთა რაოდენობას ძირითადად სამემკვიდრეო საქმეების რეესტრისა და გარდაცვალების შესახებ საჯარო ცნობების ანალიზით ადგენდნენ. ჰაკერული თავდასხმის შედეგად მოპოვებულმა მასალებმა მათ კვლევას უმნიშვნელოვანესი წყაროები შემატა, მათ შორის რუსეთის სამოქალაქო რეესტრისა და სახელმწიფო უწყებათაშორისი მონაცემთა გაცვლის სისტემის ჩანაწერები, რომლებიც ანონიმურ სტატისტიკას „როსსტატს“ აწვდის.

ამ ახალი ინფორმაციის საფუძველზე, გამოცემებმა დაადგინეს, რომ მიმდინარე წლის სექტემბრის მდგომარეობით, რუსეთის სახელმწიფო სისტემაში სულ მცირე 490 000 სამხედროს გარდაცვალება იყო ოფიციალურად აღრიცხული. თუმცა, რუსეთის ბიუროკრატიულ სისტემაში გარდაცვალების ფაქტები დიდი დაგვიანებით აისახება - მაგალითად, ეს ბაზა ვერ მოიცავს 2026 წელს დაღუპულთა უმეტესობას და 2025 წლის დანაკარგების მნიშვნელოვან ნაწილს.

სამეცნიერო პროგნოზირების მეთოდების გამოყენებით, ჟურნალისტებმა და მკვლევრებმა გამოთვალეს, როგორი იქნებოდა დაღუპულთა საერთო რაოდენობა, რეგისტრაციის პროცესი სრულად განახლებული რომ ყოფილიყო და მასში უგზო-უკვლოდ დაკარგული, თუმცა დიდი ალბათობით დაღუპული პირებიც შესულიყვნენ.

ანალიზმა აჩვენა, რომ რუსეთმა, სავარაუდოდ, 700 000-ზე მეტი ჯარისკაცი დაკარგა, რაც მნიშვნელოვნად აღემატება ამავე გამოცემების მიერ მიმდინარე წლის დასაწყისში გამოქვეყნებულ შეფასებებს. კვლევაში არ არის დაკონკრეტებული დაჭრილ სამხედროთა რაოდენობა.

გამოცემა The New York Times-ი აღნიშნავს, რომ მონაცემები და ანალიზი დამოუკიდებლად არ გადაუმოწმებია. ომის მიმდინარეობისას დაღუპულთა ზუსტი რაოდენობის დადგენა უკიდურესად რთულია და კონფლიქტის დასრულებიდან წლების შემდეგაც კი ისტორიკოსები მსხვერპლის მასშტაბებზე ხშირად ვერ თანხმდებიან.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

2 სტატია
ოპოზიციური 2
  1. ფორმულაოპოზიციურიMedusa-სა და Mediazona-ს შეფასებით, უკრაინაში 720 000-ზე მეტი რუსი სამხედრო დაიღუპა
  2. რადიო თავისუფლებაოპოზიციური"მედიაზონა": ომში დაიღუპა რუსეთის სულ მცირე 700 ათასი მოქალაქე
მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
უკრაინის წინააღმდეგ ომში, სულ მცირე, 11 000 უცხოელი დაიღუპა - მედიაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები