პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ნიუ-იორკში, კობახიძე თურქეთის პრეზიდენტს შეხვდა

ირაკლი კობახიძე ნიუ-იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში, თურქეთის პრეზიდენტს რეჯეფ თაიფ ერდოღანს შეხვდა. მხარეებმა განიხილეს სტრატეგიული პარტნიორობა, ერთობლივი სატრანსპორტო და ენერგეტიკული პროექტები, ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის მნიშვნელობა და რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის საკითხები.

ნიუ-იორკში, კობახიძე თურქეთის პრეზიდენტს შეხვდა
ფორმულა

"ქართული ოცნების" პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ნიუ-იორკში თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს რეჯეფ თაიფ ერდოღანს შეხვდა.

შეხვედრა, გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიის ფარგლებში, ნიუ-იორკში მდებარე "თურქულ სახლში" გაიმართა.

ოცნების მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოსა და თურქეთის სტრატეგიულ პარტნიორობას. საუბარი შეეხო ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის მნიშვნელობას, რომელიც ექსპლუატაციაში სრულად შევიდა.

"მხარეებმა ასევე ისაუბრეს რეგიონული მნიშვნელობის ერთობლივ სტრატეგიულ პროექტებზე, რომლებსაც მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს რეგიონის განვითარებასა და დაკავშირებადობის გაძლიერებაში.

შეხვედრაზე ასევე განიხილეს თანამშრომლობა სატრანსპორტო და ენერგეტიკის სფეროებში.

ხაზგასმით აღინიშნა მშვიდობის განსაკუთრებული მნიშვნელობა რეგიონის მდგრადი და სტაბილური განვითარებისთვის", - ნათქვამია ინფორმაციაში.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

4 სტატია
სამთავრობო 3ოპოზიციური 1
  1. იმედინიუსისამთავრობოსაქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ნიუ-იორკში თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს რეჯეფ თაიფ ერდოღანს შეხვდა
  2. რუსთავი 2სამთავრობოსაქართველოს პრემიერ-მინისტრი ნიუ-იორკში თურქეთის პრეზიდენტს შეხვდა
  3. პირველი არხისამთავრობოირაკლი კობახიძე ნიუ იორკში თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს რეჯეფ თაიფ ერდოღანს შეხვდა
  4. რადიო თავისუფლებაოპოზიციურიკობახიძე ნიუ-იორკში ერდოანს შეხვდა
მასალის შესახებპირველწყარო: ფორმულა ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
მრავალმხრივი პარტნიორობის სამიტი და გაეროს გენერალური ასამბლეა - საქართველოს პრემიერ-მინისტრი საერთაშორისო ლიდერებთან შეხვედრებს მართავსწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები