პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ირაკლი კობახიძე ნიუ იორკში თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს რეჯეფ თაიფ ერდოღანს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ნიუ იორკში თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანს შეხვდა. მხარეებმა განიხილეს ორმხრივი სტრატეგიული პარტნიორობა, პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობები, ერთობლივი სტრატეგიული პროექტები, მათ შორის ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა, ასევე ტრანსპორტის, ენერგეტიკის სფეროები და რეგიონში მშვიდობის მნიშვნელობა.

ირაკლი კობახიძე ნიუ იორკში თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს რეჯეფ თაიფ ერდოღანს შეხვდა
პირველი არხი

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ნიუ იორკში თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს რეჯეფ თაიფ ერდოღანს შეხვდა.

შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოსა და თურქეთის სტრატეგიული პარტნიორობის მაღალ დონეს და სხვადასხვა სფეროში წარმატებულ თანამშრომლობას.

განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობების განვითარების დადებით დინამიკაზე. აღინიშნა, რომ თურქეთი რჩება საქართველოს უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორად.

მხარეებმა ისაუბრეს რეგიონული მნიშვნელობის ერთობლივ სტრატეგიულ პროექტებზე, რომლებსაც მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს რეგიონის განვითარებასა და დაკავშირებადობის გაძლიერებაში. ამ

კონტექსტში აღინიშნა ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის მნიშვნელობა, რომელიც ექსპლუატაციაში სრულად შევიდა.

შეხვედრაზე ასევე განიხილეს თანამშრომლობა სატრანსპორტო და ენერგეტიკის სფეროებში.

ხაზგასმით აღინიშნა მშვიდობის განსაკუთრებული მნიშვნელობა რეგიონის მდგრადი და სტაბილური განვითარებისთვის.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

4 სტატია
სამთავრობო 2ოპოზიციური 2
  1. იმედინიუსისამთავრობოსაქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ნიუ-იორკში თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს რეჯეფ თაიფ ერდოღანს შეხვდა
  2. რუსთავი 2სამთავრობოსაქართველოს პრემიერ-მინისტრი ნიუ-იორკში თურქეთის პრეზიდენტს შეხვდა
  3. ფორმულაოპოზიციურინიუ-იორკში, კობახიძე თურქეთის პრეზიდენტს შეხვდა
  4. რადიო თავისუფლებაოპოზიციურიკობახიძე ნიუ-იორკში ერდოანს შეხვდა
მასალის შესახებპირველწყარო: პირველი არხი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
თურქეთის პრეზიდენტის ადმინისტრაცია: რეჯეფ თაიფ ერდოღანი საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი კობახიძეს შეხვდაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები