პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ირაკლი კირცხალია: აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის საკითხის ევროპული ინტეგრაციის შემაფერხებელ გარემოებად წარმოჩენას შესაძლოა, მძიმე პოლიტიკური შედეგები მოჰყვეს

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კირცხალია აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის საკითხის ევროპული ინტეგრაციის შემაფერხებელ გარემოებად წარმოჩენას ეხმაურება და აცხადებს, რომ მსგავს განცხადებებს შესაძლოა მძიმე პოლიტიკური შედეგები მოჰყვეს. მისი თქმით, საქართველოს სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა არ არის პოლიტიკური კომპრომისის საგანი.

ირაკლი კირცხალია: აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის საკითხის ევროპული ინტეგრაციის შემაფერხებელ გარემოებად წარმოჩენას შესაძლოა, მძიმე პოლიტიკური შედეგები მოჰყვეს
იმედინიუსი

აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის საკითხზე ნებისმიერი პოლიტიკური ინიციატივა უნდა ემსახურებოდეს კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებას, ჩვენი აფხაზი და ოსი თანამოქალაქეების უფლებების დაცვასა და საქართველოს საერთაშორისო დონეზე აღიარებული საზღვრების ფარგლებში მშვიდობიანი თანაცხოვრების აღდგენას, - წერს სოციალურ ქსელში საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კირცხალია.

მისივე თქმით, არც ერთი პოლიტიკური მიზანი არ უნდა გახდეს ოკუპაციის შედეგებთან შეგუების, საქართველოს საერთაშორისო დონეზე აღიარებული საზღვრების გადახედვის ან აფხაზ და ოს თანამოქალაქეებთან ურთიერთობის პერსპექტივის უარყოფის საფუძველი.

ირაკლი კირცხალია აღნიშნავს, რომ საქართველოს სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა არ არის პოლიტიკური კომპრომისის საგანი.

„საქართველოს პრემიერ-მინისტრის ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტის პარალელურად, როდესაც გაეროს გენერალური ასამბლეის უმაღლესი ტრიბუნიდან საქართველოსთვის უმნიშვნელოვანესი საკითხები უნდა გაჟღერდეს, ნიკა გვარამიას მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის შესახებ გაკეთებული განცხადებები განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს.

მიხეილ სააკაშვილისა და გიორგი ბარამიძის მავნებლური განცხადებების შემდეგ, ნიკა გვარამიას პოზიცია კიდევ ერთხელ აყენებს საკითხს, თუ რა ადგილი უკავია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას ოპოზიციის ევროპული ინტეგრაციის ხედვაში.

აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის საკითხის ევროპული ინტეგრაციის შემაფერხებელ გარემოებად წარმოჩენას შესაძლოა, მძიმე პოლიტიკური შედეგები მოჰყვეს. უპირველეს ყოვლისა, ეს ეხება ჩვენს აფხაზ და ოს თანამოქალაქეებს, რომლებთანაც ნდობის აღდგენა და მშვიდობიანი თანაცხოვრება საქართველოს სახელმწიფო პოლიტიკის მნიშვნელოვანი ამოცანაა.

არც ერთი პოლიტიკური მიზანი არ უნდა გახდეს ოკუპაციის შედეგებთან შეგუების, საქართველოს საერთაშორისო დონეზე აღიარებული საზღვრების გადახედვის ან აფხაზ და ოს თანამოქალაქეებთან ურთიერთობის პერსპექტივის უარყოფის საფუძველი.

საქართველოს ევროპული ინტეგრაციისა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხებზე პოლიტიკური პოზიციები შეიძლება განსხვავდებოდეს, მაგრამ საზოგადოებას აქვს უფლება, იცოდეს, კონკრეტულად რას გულისხმობს თითოეული ე.წ. პოლიტიკური ძალა და რისთვის ირჩევენ ამ მოღალატეობრივ გზას. ფაქტია, რომ როგორც სხვა ყველა ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებში აგენტურას მხარდაჭერა გარე ძალებისგან აქვს, უფრო მეტიც, ზედმიწევნით მიჰყვებიან უცხოეთიდან მიღებულ დავალებებს, თუმცა ქართული საზოგადოება ძალიან კარგად ხვდება მათ პროპაგანდისტულ გზავნილებს.

საქართველოს სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა არ არის პოლიტიკური კომპრომისის საგანი. აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის საკითხზე ნებისმიერი პოლიტიკური ინიციატივა უნდა ემსახურებოდეს კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებას, ჩვენი აფხაზი და ოსი თანამოქალაქეების უფლებების დაცვასა და საქართველოს საერთაშორისო დონეზე აღიარებული საზღვრების ფარგლებში მშვიდობიანი თანაცხოვრების აღდგენას. საქართველოს ხელისუფლების და ქართული სახელმწიფოს ყველა ნაბიჯი ამ მიზანს ემსახურება და ე.წ. პოლიტიკოსების მცდელობებს არანაირი პერსპექტივა არ გააჩნია“, - წერს ირაკლი კირცხალია.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

4 სტატია
სამთავრობო 3ნეიტრალური 1
  1. რუსთავი 2სამთავრობოირაკლი კირცხალია: აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის საკითხის ევროპული ინტეგრაციის შემაფერხებელ გარემოებად წარმოჩენას შესაძლოა, მძიმე პოლიტიკური შედეგები მოჰყვეს
  2. ინტერპრესნიუსინეიტრალურიირაკლი კირცხალია - აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის საკითხის ევროპული ინტეგრაციის შემაფერხებელ გარემოებად წარმოჩენას შესაძლოა, მძიმე პოლიტიკური შედეგები მოჰყვეს
  3. POSTVსამთავრობოირაკლი კირცხალია: „აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის საკითხის ევროპული ინტეგრაციის შემაფერხებელ გარემოებად
  4. პირველი არხისამთავრობოირაკლი კირცხალია – აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის საკითხის ევროპული ინტეგრაციის შემაფერხებელ გარემოებად წარმოჩენას შესაძლოა, მძიმე პოლიტიკური შედეგები მოჰყვეს
მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ირაკლი კირცხალია – საქართველოს ევროპული ინტეგრაცია ჩვენი კონსტიტუციური არჩევანია, თუმცა ამისკენ სწრაფვა არ აუქმებს საქართველოს, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფოს უფლებამოსილებასწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები