ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიპოლიტიკასტატია

თორნიკე ჭეიშვილი: “ნიკა გვარამიას განცხადება შეგვიძლია ჩავწეროთ იმ მოღალატეობრივი განცხადებების რიცხვში,

საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმა თორნიკე ჭეიშვილმა და ირაკლი კირცხალიამ ნიკა გვარამიას განცხადება მკაცრად დაგმეს და ის ანტისახელმწიფოებრივად და მოღალატეობრივად შეაფასეს.

თორნიკე ჭეიშვილი: “ნიკა გვარამიას განცხადება შეგვიძლია ჩავწეროთ იმ მოღალატეობრივი განცხადებების რიცხვში,
თორნიკე ჭეიშვილი: “ნიკა გვარამიას განცხადება შეგვიძლია ჩავწეროთ იმ მოღალატეობრივი განცხადებების რიცხვში,POSTV

“ნიკა გვარამიას განცხადება შეგვიძლია ჩავწეროთ იმ მოღალატეობრივი განცხადებების რიცხვში, რომელიც გასული ერთი თვის განმავლობაში ძალიან აქტიურად იქნა ტირაჟირებული აგენტურული დაჯგუფებების წარმომადგენელთა მხრიდან”, – განაცხადა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ თორნიკე ჭეიშვილმა.

„ეს არის ანტისახელმწიფოებრივი პათოსის მქონე განცხადება. ეს არის განცხადება, რომელიც უდიდესი კითხვის ნიშნის დასმას ცდილობს იმ სამშვიდობო პოლიტიკასთან, რომელიც ჩვენი ხელისუფლების პირობებში ერთ-ერთი მთავარი ხაზია. როგორც ჩანს, აგენტურამ მიიღო ახალი დავალება იმასთან დაკავშირებით, რომ მაქსიმალურად დააზიანონ ნებისმიერი პერსპექტივა, რომელიც შეიძლება იყოს გამოხატული სამშვიდობო გზით ნდობის აღდგენის და, საბოლოო ჯამში, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის კონტექსტში“, – განაცხადა თორნიკე ჭეიშვილმა.

ნიკა გვარამიას ვრცელი წერილით საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კირცხალია გამოეხმაურა.

„აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის საკითხზე ნებისმიერი პოლიტიკური ინიციატივა უნდა ემსახურებოდეს კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებას, ჩვენი აფხაზი და ოსი თანამოქალაქეების უფლებების დაცვასა და საქართველოს საერთაშორისო დონეზე აღიარებული საზღვრების ფარგლებში მშვიდობიანი თანაცხოვრების აღდგენას“, – წერს კირცხალია სოციალურ ქსელში.

ცნოვისთვის: კოალიცია „ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა გვარამიამ, იუთუბ გადაცემაში სტუმრობისას ქართველებსა და აფხაზებს შორის არსებულ ურთიერთობებსა და კონფლიქტის მოგვარების გზებზე ისაუბრა. მისი განცხადებით, აფხაზებსა და ქართველებს ერთმანეთის მიმართ სიყვარული არ გააჩნიათ და წარსულის მოვლენების გამო მხარეებს შორის ურთიერთზიზღი და მტრობა ბუნებრივად არის განპირობებული.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„ნიკა გვარამიას განცხადება შეგვიძლია ჩავწეროთ იმ მოღალატეობრივი განცხადებების რიცხვში, რომელიც გასული ერთი თვის განმავლობაში ძალიან აქტიურად იქნა ტირაჟირებული აგენტურული დაჯგუფებების წარმომადგენელთა მხრიდან“
თორნიკე ჭეიშვილი
„ეს არის ანტისახელმწიფოებრივი პათოსის მქონე განცხადება. ეს არის განცხადება, რომელიც უდიდესი კითხვის ნიშნის დასმას ცდილობს იმ სამშვიდობო პოლიტიკასთან, რომელიც ჩვენი ხელისუფლების პირობებში ერთ-ერთი მთავარი ხაზია. როგორც ჩანს, აგენტურამ მიიღო ახალი დავალება იმასთან დაკავშირებით, რომ მაქსიმალურად დააზიანონ ნებისმიერი პერსპექტივა, რომელიც შეიძლება იყოს გამოხატული სამშვიდობო გზით ნდობის აღდგენის და, საბოლოო ჯამში, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის კონტექსტში“
თორნიკე ჭეიშვილი
„აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის საკითხზე ნებისმიერი პოლიტიკური ინიციატივა უნდა ემსახურებოდეს კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებას, ჩვენი აფხაზი და ოსი თანამოქალაქეების უფლებების დაცვასა და საქართველოს საერთაშორისო დონეზე აღიარებული საზღვრების ფარგლებში მშვიდობიანი თანაცხოვრების აღდგენას“
ავტორი ტექსტში ცალსახად არ არის მითითებული
მასალის შესახებპირველწყარო: POSTV ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.