ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ირაკლი კირცხალია – აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის საკითხის ევროპული ინტეგრაციის შემაფერხებელ გარემოებად წარმოჩენას შესაძლოა, მძიმე პოლიტიკური შედეგები მოჰყვეს

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ ნიკა გვარამიას, მიხეილ სააკაშვილისა და გიორგი ბარამიძის განცხადებები გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის საკითხის ევროპული ინტეგრაციის შემაფერხებელ გარემოებად წარმოჩენას შესაძლოა მძიმე პოლიტიკური შედეგები მოჰყვეს.

ირაკლი კირცხალია – აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის საკითხის ევროპული ინტეგრაციის შემაფერხებელ გარემოებად წარმოჩენას შესაძლოა, მძიმე პოლიტიკური შედეგები მოჰყვეს
ირაკლი კირცხალია – აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის საკითხის ევროპული ინტეგრაციის შემაფერხებელ გარემოებად წარმოჩენას შესაძლოა, მძიმე პოლიტიკური შედეგები მოჰყვესპირველი არხი

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტის პარალელურად, როდესაც გაერო-ს გენერალური ასამბლეის უმაღლესი ტრიბუნიდან საქართველოსთვის უმნიშვნელოვანესი საკითხები უნდა გაჟღერდეს, ნიკა გვარამიას მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის შესახებ გაკეთებული განცხადებები განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კირცხალია სოციალურ ქსელში წერს.

კირცხალიას თქმით, „მიხეილ სააკაშვილისა და გიორგი ბარამიძის მავნებლური განცხადებების შემდეგ, ნიკა გვარამიას პოზიცია კიდევ ერთხელ აყენებს საკითხს, რა ადგილი უკავია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას ოპოზიციის ევროპული ინტეგრაციის ხედვაში“.

„აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის საკითხის ევროპული ინტეგრაციის შემაფერხებელ გარემოებად წარმოჩენას შესაძლოა, მძიმე პოლიტიკური შედეგები მოჰყვეს. პირველ ყოვლისა, ეს ეხება ჩვენს აფხაზ და ოს თანამოქალაქეებს, რომლებთანაც ნდობის აღდგენა და მშვიდობიანი თანაცხოვრება საქართველოს სახელმწიფო პოლიტიკის მნიშვნელოვანი ამოცანაა. არც ერთი პოლიტიკური მიზანი არ უნდა გახდეს ოკუპაციის შედეგებთან შეგუების, საქართველოს საერთაშორისო დონეზე აღიარებული საზღვრების გადახედვის, ან აფხაზ და ოს თანამოქალაქეებთან ურთიერთობის პერსპექტივის უარყოფის საფუძველი.

საქართველოს ევროპული ინტეგრაციისა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხებზე პოლიტიკური პოზიციები შეიძლება, განსხვავდებოდეს, მაგრამ საზოგადოებას აქვს უფლება, იცოდეს, კონკრეტულად რას გულისხმობს თითოეული ე.წ. პოლიტიკური ძალა და რისთვის ირჩევენ ამ მოღალატეობრივ გზას. ფაქტია, რომ როგორც სხვა ყველა ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებში, აგენტურას მხარდაჭერა გარე ძალებისგან აქვს, უფრო მეტიც, ზედმიწევნით მიჰყვებიან უცხოეთიდან მიღებულ დავალებებს, თუმცა ქართული საზოგადოება ძალიან კარგად ხვდება მათ პროპაგანდისტულ გზავნილებს.

საქართველოს სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა არ არის პოლიტიკური კომპრომისის საგანი. აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის საკითხზე ნებისმიერი პოლიტიკური ინიციატივა უნდა ემსახურებოდეს კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებას, ჩვენი აფხაზი და ოსი თანამოქალაქეების უფლებების დაცვასა და საქართველოს საერთაშორისო დონეზე აღიარებული საზღვრების ფარგლებში მშვიდობიანი თანაცხოვრების აღდგენას. საქართველოს ხელისუფლების და ქართული სახელმწიფოს ყველა ნაბიჯი ამ მიზანს ემსახურება და ე.წ. პოლიტიკოსების მცდელობებს არანაირი პერსპექტივა არ აქვს“, – აღნიშნავს კირცხალია.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის საკითხის ევროპული ინტეგრაციის შემაფერხებელ გარემოებად წარმოჩენას შესაძლოა, მძიმე პოლიტიკური შედეგები მოჰყვეს. პირველ ყოვლისა, ეს ეხება ჩვენს აფხაზ და ოს თანამოქალაქეებს, რომლებთანაც ნდობის აღდგენა და მშვიდობიანი თანაცხოვრება საქართველოს სახელმწიფო პოლიტიკის მნიშვნელოვანი ამოცანაა. არც ერთი პოლიტიკური მიზანი არ უნდა გახდეს ოკუპაციის შედეგებთან შეგუების, საქართველოს საერთაშორისო დონეზე აღიარებული საზღვრების გადახედვის, ან აფხაზ და ოს თანამოქალაქეებთან ურთიერთობის პერსპექტივის უარყოფის საფუძველი. საქართველოს ევროპული ინტეგრაციისა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხებზე პოლიტიკური პოზიციები შეიძლება, განსხვავდებოდეს, მაგრამ საზოგადოებას აქვს უფლება, იცოდეს, კონკრეტულად რას გულისხმობს თითოეული ე.წ. პოლიტიკური ძალა და რისთვის ირჩევენ ამ მოღალატეობრივ გზას. ფაქტია, რომ როგორც სხვა ყველა ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებში, აგენტურას მხარდაჭერა გარე ძალებისგან აქვს, უფრო მეტიც, ზედმიწევნით მიჰყვებიან უცხოეთიდან მიღებულ დავალებებს, თუმცა ქართული საზოგადოება ძალიან კარგად ხვდება მათ პროპაგანდისტულ გზავნილებს. საქართველოს სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა არ არის პოლიტიკური კომპრომისის საგანი. აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის საკითხზე ნებისმიერი პოლიტიკური ინიციატივა უნდა ემსახურებოდეს კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებას, ჩვენი აფხაზი და ოსი თანამოქალაქეების უფლებების დაცვასა და საქართველოს საერთაშორისო დონეზე აღიარებული საზღვრების ფარგლებში მშვიდობიანი თანაცხოვრების აღდგენას. საქართველოს ხელისუფლების და ქართული სახელმწიფოს ყველა ნაბიჯი ამ მიზანს ემსახურება და ე.წ. პოლიტიკოსების მცდელობებს არანაირი პერსპექტივა არ აქვს“
მასალის შესახებპირველწყარო: პირველი არხი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ირაკლი კირცხალია ოპოზიციაზე: "უნდათ, რომ ჩვენი ქვეყანა ყოველთვის იყოს მოწყვლადი, რადგან მოწყვლადიწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები