პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება

ზაზა ლომინაძე - სუროგაციის გზით 2012 წლიდან დღემდე დაახლოებით 13 100 ბავშვი დაიბადა - სუროგაციის გზით დაბადებულ ბავშვთა საქართველოს საზღვრის გადაკვეთის სტატისტიკა კი 2026 წლის მონაცემებით, თითქმის 3000-ს უახლოვდება

საქართველოს პარლამენტი

ზაზა ლომინაძის განცხადებით, 2012 წლიდან სუროგაციით დაახლოებით 13 100 ბავშვი დაიბადა, დღეს კი სახელმწიფო ზრუნვაში 18 ბავშვი რჩება. მისი თქმით, სერვისის მოსარგებლეთა უმეტესობა უცხოელია და პროცესს თან ახლავს ტრეფიკინგისა და უფლებების დარღვევის რისკები.

ზაზა ლომინაძე - სუროგაციის გზით 2012 წლიდან დღემდე დაახლოებით 13 100 ბავშვი დაიბადა - სუროგაციის გზით დაბადებულ ბავშვთა საქართველოს საზღვრის გადაკვეთის სტატისტიკა კი 2026 წლის მონაცემებით, თითქმის 3000-ს უახლოვდება
ინტერპრესნიუსი

პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის ზაზა ლომინაძის ინფორმაციით, სუროგაციის გზით დაბადებულ ბავშვთა რაოდენობა 2012 წლიდან დღემდე დაახლოებით 13 100-ს შეადგენს.

მისივე თქმით, საყურადღებოა სუროგაციის გზით დაბადებულ ბავშვთა მიერ საქართველოს საზღვრის გადაკვეთის სტატისტიკა. კერძოდ, როგორც ლომინაძე აღნიშნავს, თუ 2019 წელს ეს მაჩვენებელი 400-მდე ბავშვს შეადგენდა, წელს, 2026 წლის მონაცემებით, რიცხვი თითქმის 3 000-ს უახლოვდება.

ამასთან, პლენარული სხდომაზე ზაზა ლომინაძემ განმარტა, რომ დღეს, სახელმწიფო ზრუნვაში სუროგაციის გზით დაბადებული 18 ბავშვი იმყოფება.

„საქართველოში, სუროგაციის კანონი, 1997 წელს იყო მიღებული. პირველი ბავშვი 2007 წელს დაიბადა. დღეს, ამ მომსახურების მიმწოდებელი არის 26 დაწესებულება, უმეტეს წილად, ამ სერვისის მოსარგებლეები არ არიან ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები. მხოლოდ რამდენიმე პროცენტია, ყველა დანარჩენი არასაქართველოს მოქალაქეა.

სუროგაციის გზით დაბადებულ ბავშვთა რაოდენობა 2012 წლიდან დღემდე შეადგენს, დაახლოებით 13 100 ბავშვს. საყურადღებოა, სუროგაციის გზით დაბადებულ ბავშვთა საქართველოს საზღვრის გადაკვეთის სტატისტიკა, რომელიც 2019 წელს შეადგენდა 400-მდე ბავშვს და უკვე წელს, 2026 წლის მონაცემებით, ეს რიცხვი თითქმის 3000-ს უახლოვდება.

სუროგაციას თან ახლავს სერიოზული რისკები, რომელიც დაკავშირებულია ქალთა და ბავშვთა უფლებების დარღვევასთან, ტრეფიკინგთან და ეთიკურ საკითხებთან.

პრობლემურია, სუროგაციის გზით დაბადებული ბავშვების მდგომარეობა. როდესაც მშობელი, ხელშეკრულების ხელმომწერი პირი უარს აცხადებს ბავშვზე და სახელმწიფო ზრუნვაში რჩება. დღეს, სახელმწიფო ზრუნვაში იმყოფება სუროგაციის გზით დაბადებული 18 ბავშვი“,- აღნიშნა ზაზა ლომინაძემ.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

3 სტატია
სამთავრობო 2ოპოზიციური 1
  1. BM.GEოპოზიციური2012 წლიდან საქართველოში სუროგაციის გზით დაახლოებით 13 100 ბავშვი დაიბადა - ზაზა ლომინაძე
  2. იმედინიუსისამთავრობოზაზა ლომინაძე: ჩვენის ქვეყნის ეთიკური, სამართლებრივი, რელიგიური პრინციპები და საყრდენები უფრო მაღლა დგას, ვიდრე „რეპროდუქციული ტურიზმი“
  3. რუსთავი 2სამთავრობოზაზა ლომინაძე: ჩვენის ქვეყნის ეთიკური, სამართლებრივი, რელიგიური პრინციპები და საყრდენები უფრო მაღლა დგას, ვიდრე "რეპროდუქციული ტურიზმი"
მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ინვიტრო განაყოფიერება რჩება ისე, როგორც არის, მაგრამ სუროგაცია ქვეყანაში იქნება აკრძალული - ზაზა ლომინაძეწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები