"სახელმწიფო დაცვა მეგობრობით არ ინიშნება" - კობახიძე მდინარაძეზე
ირაკლი კობახიძის განცხადებით, მამუკა მდინარაძისთვის სახელმწიფო დაცვის მოხსნა სახელმწიფო დაცვის სამსახურის რეკომენდაციას დაეფუძნა, რადგან საფრთხის შესაბამისი ხარისხი არ არსებობდა.

ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ მამუკა მდინარაძისთვის სახელმწიფო დაცვის მოხსნის გადაწყვეტილება შესაბამისი სამსახურის რეკომენდაციას დაეფუძნა. მან ამის შესახებ ჟურნალისტებს განუცხადა.
პრემიერის თქმით, სახელმწიფო დაცვის სამსახურმა მიიჩნია, რომ არ იყო დაცვის საჭიროებისთვის საფრთხის შესაბამისი ხარისხი.
"სახელმწიფო დაცვას რაც შეეხება, ასეთ საკითხებზე მსჯელობს სახელმწიფო დაცვის სამსახური და ყველაფერი განისაზღვრება საფრთხის ხარისხის შესაბამისად. ამ შემთხვევაში, სახელმწიფო დაცვის სამსახურმა მიიჩნია, რომ არ იყო საფრთხის შესაბამისი ხარისხი. პერიოდულად შეიძლება გადაიხედოს ეს გადაწყვეტილება, ამ შემთხვევაში ეს იყო სამსახურის რეკომენდაცია. მეგობრობით არ ინიშნება სახელმწიფო დაცვა. სახელმწიფო დაცვის სამსახურის რეკომენდაცია იყო და ჩვენ გავითვალისწინეთ",- ამბობს კობახიძე.
შეგახსენებთ, ირაკლი კობახიძის მიერ მიმდინარე წლის 20 ნოემბერს ხელმოწერილი განკარგულების თანახმად, ძალადაკარგულად გამოცხადდა მთავრობის 2026 წლის 8 სექტემბრის №2078 განკარგულება, რომლითაც მდინარაძეს დაცვა ჰყოლოდა დანიშნული. თავდაპირველი დოკუმენტით, მას სახელმწიფო დაცვა 2027 წლის 1 აგვისტომდე უნდა ჰყოლოდა, თუმცა 20 ნოემბრის განკარგულებაში გადაწყვეტილების მიღების კონკრეტული მიზეზები მითითებული არ არის.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
1 სტატიამასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…