პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება

კადიროვის თანამოაზრე და სხვები თავს უკრაინელებად ასაღებდნენ რუმინეთის მოქალაქეობის მისაღებად

ჟურნალისტური გამოძიების თანახმად, რამზან კადიროვის გარემოცვის წევრი მაირბეკ აბდულაზიზოვი და რუსეთის სხვა მოქალაქეები რუმინეთის მოქალაქეობის მისაღებად თავს უკრაინელებად ასაღებდნენ.

კადიროვის თანამოაზრე და სხვები თავს უკრაინელებად ასაღებდნენ რუმინეთის მოქალაქეობის მისაღებად
რადიო თავისუფლება

რუმინეთის (Public Record), უკრაინის (The Kyiv Independent), მოლდოვის (Cu Sens), საფრანგეთის (Le Monde) და ნიდერლანდის (Follow the Money) მედიასაშუალებების და სლოვაკეთის კვლევითი ცენტრის (Ján Kuciak Investigative Centre) მიერ ჩატარებული ერთობლივი ჟურნალისტური გამოძიების შედეგები 23 ნოემბერს გამოქვეყნდა.

რუმინეთის პროკურატურის გამოძიების საფუძველზე სასამართლო განიხილავს ყალბი დოკუმენტების ანულირებასთან დაკავშირებულ 800-ზე მეტ საქმეს. მათ შორის, ვინც ყალბი დოკუმენტები გამოიყენეს, უკრაინის და მოლდოვის მოქალაქეებიც არიან.

რა მასალებს გაეცნენ გამომძიებელი ჟურნალისტები

ერთობლივი გამოძიების ფარგლებში ევროპულმა გამოცემებმა მოიპოვეს 55 საქმის მასალები.

30-ზე მეტ შემთხვევაში საქმე ეხება რუსეთის მოქალაქეებს. მათგან სულ მცირე 8 რუმინეთის პასპორტის მისაღებად თავს უკრაინელად ასაღებდა. ამას აკეთებდნენ უკრაინაში რუსეთის არმიის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ.

რუმინეთის პროკურატურამ ყალბი დოკუმენტების გამოყენებისთვის ბრალი უკვე წაუყენა რუსეთის 16 მოქალაქეს.

„ყალბი უკრაინელები"

რუსეთის იმ მოქალაქეებს შორის, რომლებმაც რუმინეთის მოქალაქეობის მისაღებად ყალბი უკრაინული დოკუმენტები გამოიყენეს, ჩეჩნეთის მეთაურ რამზან კადიროვის უახლოესი გარემოცვის წარმომადგენელი მაირბეკ აბდულაზიზოვია. მისი ერთი ძმა ჩეჩნეთის გარემოს დაცვის მინისტრია, მეორე - სამედიცინო დაზღვევის რეგიონული ფონდის დირექტორი. 2024 წელს რამზან კადიროვმა აბდულაზიზოვი „კადიროვის ორდენით“ დააჯილდოვა.

მაირბეკ აბდულაზიზოვმა ისარგებლა ყალბი უკრაინული პირადობის მოწმობით და პასპორტით. გამომძიებელი ჟურნალისტები დაუკავშირდნენ აბდულაზიზოვს, რომელმაც უარყო, რომ უკრაინის, ან რუმინეთის მოქალაქის პასპორტები აქვს.

რუმინეთში ჩატარებული გამოძიების მასალებშია რუსეთის მოქალაქე დმიტრი რუდენკოც. ის 2025 წლამდე ხელმძღვანელობდა სახელმწიფო საწარმო „ტექნოლოგს“, რომელიც სარაკეტო და სატანკო სისტემებითვის ასაფეთქებელ ნივთიერებებს აწარმოებს. რუდენკოსაც, რომლის წინააღმდეგ უკრაინის სანქციები მოქმედებს, ყალბი უკრაინული პირადობის მოწმობა და პასპორტი ჰქონდა.

რუსეთის იმ მოქალაქეებს შორის, რომლებმაც რუმინეთის პასპორტის მისაღებად ყალბი უკრაინული და რუმინული დოკუმენტები გამოიყენეს არიან კომპანია „ბილაინის“ გროზნოს ფილიალის ყოფილი დირექტორი ბესლან მაგომადოვი, საინვესტიციო კომპანიის თანამშრომელი ალექსანდრ ეფიმოვი, სამარელი ბიზნესმენი ალექსეი ბოგაჩოვი და სავარაუდოდ, ე.წ. კანონიერი ქურდი დაღესტნიდან ნურუტდინ დადაევი. მათგან, ვისაც გამომძიებელი ჟურნალისტები დაუკავშირდნენ, სამმა უარყო, რომ უკრაინის პასპორტი აქვს, ბიზნესმენმა ბოგაჩოვმა კი განაცხადა, რომ პასუხისთვის მზად არ არის.

რუმინეთი რეპატრიაციის შესაძლებლობას აძლევს შთამომავლებს იმ ხალხის, ვინც თავის დროზე მოქალაქეობა ნების საწინააღმდეგოდ დაკარგა. ასეთი ადამიანების შთამომავლების უმრავლესობა ამჟამად ცხოვრობს მოლდოვის და უკრაინის იმ ტერიტორიებზე, რომლებიც რუმინეთმა 1940-იან წლებში დაკარგა.

მასალის შესახებპირველწყარო: რადიო თავისუფლება ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
Le Monde: გამოვლენილია 50-მდე რუსი და უკრაინელი, რომლებმაც ყალბი რუმინული დოკუმენტების წყალობით ევროკავშირის ტერიტორიაზე უკანონო საქმიანობის შესაძლებლობა მიიღეს - მათ შორის არიან კრიმინალები, უკრაინის მიერ სახელმწიფო ღალატში ბრალდებული პირები, ასევე რუსეთის ხელისუფლებასთან დაახლოებული და საერთაშორისო სანქციების ქვეშ მყოფი ბიზნესმენებიწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები