ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

გერმანელების 10%-იც არ ემხრობა უკრაინის შემდგომ დახმარებას. მოქალაქეთა 90 % წინააღმდეგია, რომ გერმანელი გადასახადის გადამხდელების თანხები კვლავ უკრაინაში იხარჯებოდეს. იმოქმედოთ შესაბამისად - პარტია "ალტერნატივა გერმანიისთვის" ლიდერი

„ალტერნატივა გერმანიისთვის“ ლიდერმა ალის ვაიდელმა განაცხადა, რომ გერმანელების 90% უკრაინის დაფინანსების წინააღმდეგია, რუსული ენერგორესურსების იმპორტის განახლება მოითხოვა და მთავრობა გააფრთხილა, რომ ქვეყანას ომში ჩათრევისა და კონფლიქტის სამიზნედ ქცევის რისკის წინაშე აყენებს.

გერმანელების 10%-იც არ ემხრობა უკრაინის შემდგომ დახმარებას. მოქალაქეთა 90 % წინააღმდეგია, რომ გერმანელი გადასახადის გადამხდელების თანხები კვლავ უკრაინაში იხარჯებოდეს. იმოქმედოთ შესაბამისად - პარტია "ალტერნატივა გერმანიისთვის" ლიდერი
გერმანელების 10%-იც არ ემხრობა უკრაინის შემდგომ დახმარებას. მოქალაქეთა 90 % წინააღმდეგია, რომ გერმანელი გადასახადის გადამხდელების თანხები კვლავ უკრაინაში იხარჯებოდეს. იმოქმედოთ შესაბამისად - პარტია "ალტერნატივა გერმანიისთვის" ლიდერირუსთავი 2

გერმანიის ბუნდესტაგში სიტყვით გამოსვლისას პარტია "ალტერნატივა გერმანიისთვის" ლიდერმა, ალის ვაიდელმა ფედერალური მთავრობის ეკონომიკური და საგარეო პოლიტიკა შეაფასა. დეპუტატმა ყურადღება გაამახვილა ქვეყანაში კომპანიების გადახდის უუნარობის სტატისტიკაზე და სამუშაო ადგილების შემცირებაზე.

"ქვეყანაში გაკოტრების მზარდი დინამიკა ფიქსირდება. გერმანიაში ყოველ 19 წუთში ერთი კომპანია ცხადდება გაკოტრებულად. მხოლოდ მიმდინარე წლის მესამე კვარტალში გადახდისუუნარობის პროცესი 41 000 სამუშაო ადგილს შეეხო, რომელთა დიდი ნაწილი სრულად გაუქმდება", - აცხადებს ვაიდელი.

მან გააკრიტიკა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები და აშშ-რუსეთის მოლაპარაკებების ფონზე რუსული ენერგორესურსების იმპორტის განახლება მოითხოვა.

"მაშინ, როდესაც თქვენ სანქციების მორიგ პაკეტებს ამტკიცებთ და ამით ჩვენს ეკონომიკასა და სახელმწიფო ფინანსებს აზიანებთ, აშშ და რუსეთი ორმხრივი სარგებლის პრინციპით მოლაპარაკებებს აწარმოებენ დიზელის საწვავის მიწოდებასა და სხვა შეთანხმებებზე. ჩვენ, როგორც პარტია AfD, ასევე მოვითხოვთ დიზელის მიწოდებასა და შესაბამის შეთანხმებას გერმანიისთვის. გერმანელი მომხმარებლებისა და ბიზნესისთვის ტვირთის შესამსუბუქებლად, ჩვენ მოვითხოვთ ბუნებრივ აირსა და ნედლ ნავთობს რუსეთიდან", - ამბობს ვაიდელი.

პოლიტიკოსის განცხადებით, უკრაინის დაფინანსების საკითხის მიმართ გერმანიის საზოგადოებაში მხარდაჭერა არ არსებობს.

"როგორც ევროკავშირის მთავარი დამფინანსებელი და უკრაინის უმსხვილესი დონორი, გერმანია დღეს მარტოა და თითქმის იზოლირებულია. სანამ თქვენ ცდილობთ, ბირთვული სახელმწიფოს, რუსეთის წინააღმდეგ მიმდინარე პროქსი-ომი ფაქტობრივად დამოუკიდებლად დააფინანსოთ, ჩვენი ევროპელი პარტნიორები თავს იკავებენ", - უთხრა დეპუტატებს ვაიდელმა.

"საყურადღებოა სტატისტიკური მონაცემი: გერმანელების 10 პროცენტიც კი არ ემხრობა უკრაინის შემდგომ დახმარებას. სხვაგვარად რომ ითქვას, მოქალაქეთა 90 პროცენტი წინააღმდეგია, რომ გერმანელი გადასახადის გადამხდელების თანხები კვლავ უკრაინაში იხარჯებოდეს. მოგიწოდებთ, იმოქმედოთ შესაბამისად", - აცხადებს ოპოზიციის ლიდერი.

ვაიდელმა განაცხადა, რომ მოქმედი მთავრობა ქვეყნას ომში ჩათრევის საშიშროებას უქმნის.

"გაითვალისწინეთ, რომ გერმანიის დაცვა არც დონბასში ხდება და არც ჰინდუქუშზე. პროცესებში მზარდი ჩართულობით თქვენ ქმნით რისკს, რომ ჩვენი ქვეყანა კონფლიქტის მხარედ და სამიზნედ იქცეს. ამასთან, თქვენ იყენებთ ომის საფრთხეს გადაჭარბებული სახელმწიფო ხარჯებისა და გამოხატვის თავისუფლების დამატებითი შეზღუდვის გასამართლებლად", - თქვა ალის ვაიდელმა.

ლუკა ჩლაიძე

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„ქვეყანაში გაკოტრების მზარდი დინამიკა ფიქსირდება. გერმანიაში ყოველ 19 წუთში ერთი კომპანია ცხადდება გაკოტრებულად. მხოლოდ მიმდინარე წლის მესამე კვარტალში გადახდისუუნარობის პროცესი 41 000 სამუშაო ადგილს შეეხო, რომელთა დიდი ნაწილი სრულად გაუქმდება“
„მაშინ, როდესაც თქვენ სანქციების მორიგ პაკეტებს ამტკიცებთ და ამით ჩვენს ეკონომიკასა და სახელმწიფო ფინანსებს აზიანებთ, აშშ და რუსეთი ორმხრივი სარგებლის პრინციპით მოლაპარაკებებს აწარმოებენ დიზელის საწვავის მიწოდებასა და სხვა შეთანხმებებზე. ჩვენ, როგორც პარტია AfD, ასევე მოვითხოვთ დიზელის მიწოდებასა და შესაბამის შეთანხმებას გერმანიისთვის. გერმანელი მომხმარებლებისა და ბიზნესისთვის ტვირთის შესამსუბუქებლად, ჩვენ მოვითხოვთ ბუნებრივ აირსა და ნედლ ნავთობს რუსეთიდან“
„როგორც ევროკავშირის მთავარი დამფინანსებელი და უკრაინის უმსხვილესი დონორი, გერმანია დღეს მარტოა და თითქმის იზოლირებულია. სანამ თქვენ ცდილობთ, ბირთვული სახელმწიფოს, რუსეთის წინააღმდეგ მიმდინარე პროქსი-ომი ფაქტობრივად დამოუკიდებლად დააფინანსოთ, ჩვენი ევროპელი პარტნიორები თავს იკავებენ“
„საყურადღებოა სტატისტიკური მონაცემი: გერმანელების 10 პროცენტიც კი არ ემხრობა უკრაინის შემდგომ დახმარებას. სხვაგვარად რომ ითქვას, მოქალაქეთა 90 პროცენტი წინააღმდეგია, რომ გერმანელი გადასახადის გადამხდელების თანხები კვლავ უკრაინაში იხარჯებოდეს. მოგიწოდებთ, იმოქმედოთ შესაბამისად“
„გაითვალისწინეთ, რომ გერმანიის დაცვა არც დონბასში ხდება და არც ჰინდუქუშზე. პროცესებში მზარდი ჩართულობით თქვენ ქმნით რისკს, რომ ჩვენი ქვეყანა კონფლიქტის მხარედ და სამიზნედ იქცეს. ამასთან, თქვენ იყენებთ ომის საფრთხეს გადაჭარბებული სახელმწიფო ხარჯებისა და გამოხატვის თავისუფლების დამატებითი შეზღუდვის გასამართლებლად“
ალის ვაიდელი
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
გვესმის მოწოდებები, კიდევ უფრო სწრაფად ვთქვათ უარი აღმოსავლეთიდან ნებისმიერი სახის გაზისა თუ ნავთობის მიწოდებაზე - რობერტ ფიცო​წაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები