ვახტანგ თოფურია: ევროკავშირის ბოლოდროინდელი შანტაჟი, ევროპული ორმაგი სტანდარტების კლასიკური მაგალითი
ანალიტიკოს ვახტანგ თოფურიას განცხადებით, ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის სანქციების პაკეტში მოქცევის მცდელობა ევროკავშირის მხრიდან შანტაჟი და „ორმაგი სტანდარტების კლასიკური მაგალითია“.

„ფაქტმონიტორი” ანალიტიკოსი ვახტანგ თოფურია X-ზე გერმანელი ჟურნალისტის, იულიან რაიხელტის პოსტს აზიარებს, რომელშიც 2022 წელს ევროკავშირის მიერ უკრაინისა და რუსეთისთვის გადარიცხული თანხების შესახებ მონაცემებია მოყვანილი.
„ევროკავშირის გადახდები უკრაინისთვის 2022 წლის თებერვლიდან: 231.5 მილიარდი ევრო.
ევროკავშირის გადახდები რუსეთისთვის 2022 წლის თებერვლიდან: 232.05 მილიარდი ევრო.
ეს არის ყველაზე გიჟური საომარი "სტრატეგია" ისტორიაში”, - წერს რაიხელტი.
თოფურიას შეფასებით, ეს პროცესი ევროპული ორმაგი სტანდარტების კლასიკური მაგალითია.
„თუ არ გახსოვთ, შეგახსენებთ ევროკავშირის ბოლოდროინდელ შანტაჟს — მცდელობას, რომ სანქციების 21-ე პაკეტში მოექციათ ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა და იქ რუსული ნავთობის კვალი ეძიათ.
ევროპული ორმაგი სტანდარტების კლასიკური მაგალითი”, - წერს ვახტანგ თოფურია.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
1 სტატიამასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…