პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება

უგზო-უკვლოდ დაკარგულ რამდენ ადამიანს ეძებენ საქართველოში – სტატისტიკა

შინაგან საქმეთა სამინისტრო

შსს-ს სტატისტიკით, საქართველოში 1973 წლიდან დღემდე უგზო-უკვლოდ დაკარგულ 1017 ადამიანს ეძებენ, მათგან 70 აჭარაშია გაუჩინარებული. მხოლოდ მიმდინარე პერიოდში დაკარგული 41 პირიდან 16-ის პოვნა ვერ მოხერხდა.

უგზო-უკვლოდ დაკარგულ რამდენ ადამიანს ეძებენ საქართველოში – სტატისტიკა
ბათუმელები

მარტო 2026 წელს, პირველ ნახევარში, საქართველოში 41 ადამიანი დაიკარგა უგზო-უკვლოდ, აქედან 25-ის მოძებნა მოხერხდა [1 გარდაცვლილი იპოვეს, იგი 25-45 წლამდე პირია, უცხო ქვეყნის მოქალაქე], 16 ადამიანს კი დღემდე ეძებენ.

შსს უგზო-უკვლოდ დაკარგულთა სტატისტიკას წელიწადში ორჯერ აქვეყნებს.

2026 წლის პირველი იანვრიდან 30 ივნისის ჩათვლით, აჭარაში 3 ადამიანი დაიკარგა უგზო-უკვლოდ. აქედან 2 იპოვეს.

2026 წლის პირველ ნახევარში უცხო ქვეყნის 5 მოქალაქე დაიკარგა უგზო-უკვლოდ, აქედან 4 იპოვეს, 1 კი გარდაცვლილი ნახეს.

2026 წლის პირველ ნახევარში უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირებს შორის ყველაზე მეტი – 20, 25-დან 45 წლამდე ასაკის ადამიანია, მათ შორის, 12-ის პოვნა მოხერხდა.

უგზო-უკვალოდ დაიკარგა 18 წლამდე ასაკის 5 ბავშვი – ხუთივეს პოვნა მოხერხდა. ასევე, დაიკარგა 60 წელს ზევით ასაკის მქონე 7 პირი და მათგან მხოლოდ სამი იპოვეს.

ჯამში, ქვეყნის მასშტაბით, 1973 წლიდან დღემდე დაკარგულ 1017 ადამიანს ეძებენ, მათგან 70 ადამიანი აჭარაში მიიჩნევა უგზო-უკვლოდ გაუჩინარებულად.

მასალის შესახებპირველწყარო: ბათუმელები ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
სალომე სიმონია: ბავშვი მოკლეს სიცილის გამო... (ვიდეო)წაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები