პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება

ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის გადაზიდვები 7%-ით შემცირდა, გატარებული ნავთობის 18% ყაზახური და თურქმენული იყო

ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენით გადაზიდვები 7%-ით შემცირდა და 21,1 მილიონი ტონა შეადგინა. აზერბაიჯანული ნავთობის მოცულობა 11%-ით შემცირდა, ხოლო თურქმენული და ყაზახური ნავთობის ტრანზიტი 13%-ით გაიზარდა.

ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის გადაზიდვები 7%-ით შემცირდა, გატარებული ნავთობის 18% ყაზახური და თურქმენული იყო
BM.GE

2026 წლის იანვარ-ოქტომბერში აზერბაიჯანმა ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის (BTC) ნავთობსადენით 21 მილიონ 104 ათასი ტონა ნავთობი გადაზიდა.

აზერბაიჯანული სააგენტო Report-ის ინფორმაციით, ეს 2025 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 7%-ით შემცირებული მაჩვენებელია.

მილსადენით გადაზიდული ნავთობის სტრუქტურა შემდეგნაირად გადანაწილდა:

აზერბაიჯანული ნავთობი: 82% (17 მილიონ 268.7 ათასი ტონა) - წლიურ ჭრილში შემცირდა 11%-ით;

თურქმენეთიდან და ყაზახეთიდან იმპორტირებული ნავთობი: 18% (3.8 მლნ ტონა) - წლიურ ჭრილში 13%-ით გაიზარდა.

ამჟამად ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენით ძირითადად აზერბაიჯანის „აზერი-ჩირაგ-გიუნეშლის“ (ACG) საბადოთა ბლოკზე მოპოვებული ნავთობი და „შაჰ-დენიზის“ საბადოდან მიღებული კონდენსატი იტუმბება. გარდა ამისა, მილსადენი ტრანზიტულად ატარებს თურქმენეთისა და ყაზახეთის ნედლ ნავთობსაც.

„აზერი-ჩირაგ-გიუნეშლის“ (ACG) პროექტის აქციონერები არიან: SOCAR (31.65%), BP (30.37%), MOL Group (9.57%), INPEX (9.31%), ExxonMobil (6.79%), TPAO (5.73%), ITOCHU (3.65%) და ONGC Videsh Limited (2.92%).

მასალის შესახებპირველწყარო: BM.GE ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
ყაზახური მედია: ყაზახეთი ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენით ნავთობის ექსპორტის 25%-ით გაზრდას გემავსწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები