პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

საბორნე გადაზიდვების ტვირთბრუნვა 58%-ით გაიზარდა – ბათუმის საზღვაო ნავსადგური

ბათუმის საზღვაო ნავსადგურის ცნობით, 10 თვის მონაცემებით ტვირთბრუნვა 13%-ით, ხოლო საბორნე გადაზიდვები 58%-ით გაიზარდა და 467 ათასი ტონა შეადგინა. ზრდა მშრალი, საკონტეინერო და საბორნე ტვირთების მატებამ განაპირობა.

საბორნე გადაზიდვების ტვირთბრუნვა 58%-ით გაიზარდა – ბათუმის საზღვაო ნავსადგური
ბათუმელები

ბათუმის საზღვაო ნავსადგურის ცნობით, 2026 წლის 10 თვის მონაცემებით ნავსადგურის ტვირთბრუნვა 13%-ით გაზარდა.

„2026 წლის იანვრიდან ოქტომბრის ჩათვლით, სს „ყაზტრანსოილის“ საზღვარგარეთულმა აქტივმა – შპს „ბათუმის საზღვაო ნავსადგურმა“ 6 მილიონ 900 ათასი ტონა ტვირთი გადაზიდა, რაც 2025 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს 13%-ით აღემატება“ – წერს საზღვაო ნავსადგური და იქვე განმარტავს, რომ ზრდა განპირობებულია მშრალი, საკონტეინერო და საბორნე ტვირთების გადაზიდვების ზრდით.

ამავე დროს. 2026 წლის პირველ ათ თვეში ბათუმის საზღვაო ნავსადგურის გავლით მშრალი ტვირთების ბრუნვამ 1 მილიონ 596 ათასი ტონა შეადგინა, რაც 2025 წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 10%-ით მეტია.

რაც შეეხება საკონტეინერო ტვირთების გადაზიდვას, ამავე პერიოდში, გადაიზიდა 3 მილიონ 264 ათასი ტონა ტვირთი, რაც წინა წლის მაჩვენებელს 15%-ით აღემატება.

„არსებითი ზრდა დაფიქსირდა საბორნე გადაზიდვების სეგმენტში, სადაც ტვირთბრუნვამ მიმდინარე წლის 10 თვის შედეგებით 467 ათასი ტონა შეადგინა და 2025 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 58%-ით იმატა. დადებითი დინამიკა, კერძოდ, დაკავშირებულია დამატებითი ხაზის „კონსტანცა — ბათუმი“ გახსნასთან და „ვარნა — ბათუმის“ ხაზზე კიდევ ერთი ბორნის ექსპლუატაციაში შესვლასთან“ – წერს ორგანიზაცია.

ნავთობპროდუქტების გადაზიდვამ 10 თვეში 1 მილიონ 571 ათასი ტონა შეადგინა, რაც 2025 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 3%-იანი ზრდაა.

ბათუმის საზღვაო ნავსადგურს „კაზტრანსოილი“ მართავს, „ბათუმის ნავთობტერმინალის“ მეშვეობით, 100%-იანი წილის მართვის ექსკლუზიური უფლებით.

ფოტო: ბათუმის საზღვაო ნავსადგური

მასალის შესახებპირველწყარო: ბათუმელები ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

ეკონომიკა ·
9 თვეში ბათუმის პორტს ტვირთბრუნვა გაეზარდა - რა მოცულობის ტვირთები მოძრაობს ნავსადგურში?წაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები