ჯენსენ ჰუანგი NVIDIA-ს დირექტორის პოსტზე დაბრუნდა
NVIDIA-ს დირექტორთა საბჭომ ჯენსენ ჰუანგი კომპანიის პრეზიდენტისა და აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობებზე დაუყოვნებლივ დააბრუნა. გადაწყვეტილება აშშ-ის მთავრობასთან კონსულტაციების შემდეგ მიიღეს, რადგან დაასკვნეს, რომ მისი დაბრუნება ეროვნულ უსაფრთხოებას საფრთხეს არ უქმნის.

ჩიპების მწარმოებელი ამერიკული გიგანტის, NVIDIA-ს დირექტორთა საბჭომ ჯენსენ ჰუანგი პრეზიდენტის, აღმასრულებელი დირექტორისა და საბჭოს წევრის თანამდებობებზე დაუყოვნებლივ დააბრუნა.
როგორც ირკვევა, საბჭომ ეს გადაწყვეტილება ჰუანგთან გამართული განხილვებისა და აშშ-ის მთავრობის მაღალჩინოსნებთან კონსულტაციების შემდეგ ერთხმად მიიღო, რომელთა შეფასებითაც მისი დაბრუნება ეროვნულ უსაფრთხოებას საფრთხეს არ უქმნის.
პარალელურად, NVIDIA შიდა კონტროლის მექანიზმებს ამკაცრებს. კომპანიამ დამოუკიდებელი დირექტორებისგან შემდგარი ეროვნული უსაფრთხოებისა და ექსპორტის კონტროლის ახალი კომიტეტი შექმნა და შესაბამისობის მთავარი ოფიცრის პოზიციაზე კანდიდატების ძიება დაიწყო.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…