„ჯოჯოხეთში ცალკე ქვაბი დგას მათთვის, ვინც ასეთ სიცრუეს ავრცელებს“ – ალექსანდრე რაქვიაშვილი
ალექსანდრე რაქვიაშვილი აცხადებს, რომ სუროგაციის აკრძალვის ინიციატივა უტიფარ სიცრუეზეა აგებული და მის უკან პრიმიტიული პოლიტიკური მოტივები დგას.

თავისუფალი ხალხის პარტიის წევრი, ალექსანდრე რაქვიაშვილი:
„წინა ოთხშაბათს საღამოს ლაივში ვყვებოდი, თუ როგორ დაკარგა ეკლესიამ ავტორიტეტი, რადგან მეცნიერებასთან კავშირი დაირღვა და მღვდლებმა ვერ მოარგეს ქრისტეს სწავლება იმ ახალ ცოდნას თუ გამოწვევებს, რომელიც მეცნიერების განვითარებამ მოგვიტანა.
სუროგაციის ამბავიც ერთ-ერთი ასეთი პრობლემაა. მედიცინა ბოლო საუკუნეში ძალიან განვითარდა, მაგრამ არ მომხადარა ფართო დისკუსია იმაზე, თუ რამდენად არის ამ განვითარებით მოტანილი სიახლეები თავსებადი ქრისტიანობასთან. აბორტები, ტრანსპლანტაცია, კლონირება და კიდევ ბევრი სხვა საკითხი ითხოვს სერიოზულ და ღრმა დისკუსიას. სუროგაციაც ერთი ასეთი საკითხია, სადაც მღვდლების, მეცნიერების და საზოგადოებაში ავტორიტეტის მქონე ადამიანების ფართო დისკუსია რომ შემდგარიყო, ბევრი ის ტყუილი, რაზეც ახლა ეს აკრძალვის ინიციატივა დგას, არ იარსებებდა.
მაგალითად, აგერ ალტ-ინფოს ხელით ქოცებმა შემოაგდეს ამბავი, რომ ჩინელები ჩამოდიან და ასობით ბავშვს უკვეთავენ ქართველ ქალებს, რომ მერე წაიყვანონ ჩინეთში და იქ ორგანოებზე გაყიდონ (ცალკეულ ვერსიებში, არა უბრალოდ ჩინელები, არამედ თურმე “ჩინელი გეები”).
მაგრამ იგივე ქოცებს რომ კითხო, ჩინეთი ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი ქვეყანაა და ლამის მთავარი ცენტრი სამყაროში, დასავლეთის საპირწონე და ა.შ. ჰოდა, რა ქვეყანა ყოფილა ჩინეთი, სადაც გეები ბავშვებს სუროგაციით აჩენენ და ორგანოებზე ყიდიან? ეს არის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი? თუ ეს ტყუილი ტყუილი არაა, მაშინ სადაა ჩვენი საგარეო საქმეთა სამინისტრო, რატომ არ გამოხატავს პროტესტს ჩინეთში ბავშვების ორგანოებზე მასობრივ გაყიდვაზე? ან ნუთუ არც ერთი სხვა ქვეყანა ამას არ აპროტესტებს? ვიღაც ალტ-ინფოელმა და ქოც. პროპაგანდისტმა თუ ეს იცის, სხვებს ვერ მოუყვეს?
აი, ასეთ უტიფარ ტყუილებზეა აგებული სუროგაციის წინააღმდეგ პროპაგანდა, რომელიც ყველაზე გაუნათლებელ და კრიტიკულ აზროვნებას მოკლებულ ადამიანზეა გათვლილი. და ამ ტყუილზე დაყრდნობით, ათასობით, მათ შორის ჩვენ მოქალაქეს, გაუქრება შანსი გახდეს მშობელი.
ჰოდა, ჯოჯოხეთში ცალკე ქვაბი დგას მათთვის, ვინც ასეთ სიცრუეს ავრცელებს და ეს ქვაბი მათ არ აცდება, რა ხმამაღლადაც არ უნდა იყვირონ, რომ ქრისტიანები არიან.
მითუმეტეს, რომ ამ ყველაფრის უკან, აშკარად პრიმიტიული პოლიტიკური მოტივები დგას და საერთოდ არაფერ შუაშია არც ქრისტიანობა, არც ჩინელი გეები. მაგრამ ეს შემდეგ პოსტში.“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…